x
მეტი
  • 22.10.2019
  • სტატია:95814
  • ვიდეო:343155
  • სურათი:457774
რეალური ისტორია და სრულიად უაზრო და ამასთან ერთად სახიფათო "ტრენდი" პირში საკუთარი ხელის თუ მუშტის ჩაჩრა

image რამდენიმე წლის წინ სამხედრო ნაწილში, სადაც ვმსახურობდი ზე კურიოზული შემთხვევა მოხდა, ჯარისკაცები ვერ შეთანხმდნენ ერთ რამეზე-გაღებულ პირში ნათურის ჩადება შეიძლება გამოტანა კი არაო ერთნი ამტკიცებდნენ, მეორე მხარე კი უმტკიცებდა შესაძლებელიაო და ამის დასამტკიცებლად ვინაიდან ნათურა არ ჰქონდათ ხელთ, ერთერთმა ჯარისკაცმა გადაწყვიტა საკუთარი მუშტის დახმარებით დაემტკიცებინა ოპონენტებისთვის, რომ პირში ნათურის ჩადება და გამოტანა პრობლემას არ წარმოადგენდა.
მოკუმშა მუშტი და დიდი წვალების და მონდომების შემდეგ პირში ჩაიჩარა (პირადად, რომ შევსწრებოდი ასეთ უაზრო ექსპერიმენტს არ დავუშვებდი), ჩაიჩარა, მაგრამ უკან ვერ გამოიღო პირიდან მუშტი და უამრავი მცდელობის მიუხედავად ხელი პირვანდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნა.
ვინაიდან იმ დღეს მორიგე ოფიცერი მე ვიყავი, თანაშემწემ მე შემატყობინა მომხდარზე და მეც სამხედრო ნაწილის მორიგე მედდა ჩავრიე საქმეში, მაგრამ უშედეგოდ.
მოგვიწია ჯარისკაცის კლინიკაში მიყვანა, სადაც ჯარისკაცის დანახვაზე ერთი ამბავი ატყდა.
სამედიცინო პერსონალსაც და პაციენტებსაც ჯერ გაოცებამ გადაურბინა სახეზე, რასაც მალე სიცილ-ხარხარი მოჰყვა.
ქირურგი-ტრავმატოლოგის დახმარებით, როგორც იქნა ჯარისკაცს პირიდან მუშტი ამოაღებინეს და იმ საღამოს და მეორე დილით საჭმლის მიღება აუკრძალეს ყბის სახსრის დაჭიმულობის გამო.
ეს ამბავი არ გაგვიხმაურებია, თუმცა პირს ვერავის ვერ ავუკრავდით და მეორე დღეს მთელმა ქალაქმა თუ არა ნახევარმა მაინც იცოდა თუ რა დაემართა ჯარისკაცს.
ამ შემთხვევას, არ გავიხსენებდი, რომ არა ინტერნეტში გამოჩენილი ახალი "ტრენდი"-პირში ხელის თუ მუშტის ჩაჩრა.
არ ვიცი ამ შემთხვევებში რა და როგორ მოხდა მოვლენების განვითარება, მაგრამ სრულიად უაზრო, რომაა ცხადზე უცხადესია, რასაც ეს ფოტოკოლაჟიც ადასტურებს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















0
251
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
251