x
მეტი
  • 16.10.2019
  • სტატია:95712
  • ვიდეო:343121
  • სურათი:457639
ეს ისაა, რაც დედამ გვასწავლა ცხოვრებაში ...

image

რა მასწავლა დედამ ბავშვობაში :

1. დედამ მასწავლა სხვისი შრომის დაფასება:
"თუ ერთმანეთის ჭამა გინდათ - გადით გარეთ! ახლახანს მოვწმინდე იატაკი!"


2. დედამ მასწავლა ღვთის რწმენა:
"ილოცე, რომ ეს ლაქა მოშორდეს!"


3. დედამ მასწავლა ლოგიკურად აზროვნება:
"რადგან მე ასე ვამბობ - ე.ი. ასეა!"


4. დედამ ამიხსნა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი:
"თუ ახლავე არ შეწყვეტ ღრიალს - მოგხვდება!"


5. დედამ მასწავლა შეუძლებელის გაკეთება:
"დამუწე პირი და ჭამე წვნიანი!"


6. დედამ მასწავლა არ მეწუწუნა:
"მილიონობით ბავშვია დედამიწის ზურგზე რომლებსაც შენსავით კი არ გაუმართლათ მშობლებში?!"


7. დედამ მასწავლა მომავალთან პირისპირ შეხვედრა:
"დამაცადე, მოვიდე სახლში!"


8. დედამ მასწავლა ექსტრასენსობა:
"თუ არ ჩაიცვამ თბილად, გაცივდები!"


9. დედამ მასწავლა გენეტიკის საფუძვლები:
"ეს ყველაფერი მამაშენისგან გამოგყვა!"


10. დედამ მასწავლა უმაღლესი სამართლიანობა:
"აი, შენი შვილები თუ შენნაირები იქნებიან, მერე მიხვდები!"

და კიდევ ... დედამ მასწავლა : "ყოველთვის უნდა მახსოვდეს ოჯახი, როცა რაიმე ნაბიჯს ვდგამ",

"არ დავივიწყო ... არ შევარცხვინო, არ ვიქურდო, რაც არ უნდა მშიოდეს, "

" არ ვიყო ხარბი, რაც არ უნდა სხვას ბევრი ჰქონდეს"...

თავისი საქციელით მასწავლა, რომ ვიყო შრომისმოყვარე და პატიოსნებით მოპოვებული ცოტა მერჩივნოს არასწორი გზით მოპოვებულ სიმდიდრეს"

მასწავლა თავაზიანობა, გულწრფელი სიყვარული, შრომის სიყვარულთან ერთად არსებულის დაფასება...

დედა ცხოვრების საჩუქარია,

რომელიც გიფარავს მთელი ცხოვრება, ფიქრობს, ლოცულობს, ზრუნავს შვილის

ცხოვრებაზე...

ზოგი მატერიალური კეთილდღეობით უზრუნველყოფას გულისხმობს ზრუნვაში, მაგრამ ზრუნვა ეს ყველაფერია... "შექმნა"დამოუკიდებელი ადამიანი და გზა გაუხსნა მომავლისკენ...


1
38
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
38
  
19 აგვისტო, 12:42
შემოგევლე
0 1 1