x
გენიალური პასუხი
image

1978 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობამდე სამი წლით ადრე, რონალდ რეიგანსა და ერთ ჩინოვნიკს შორის წერილობითი დისკუსია გაიმართა რელიგიურ თემაზე. აღნიშნული პიროვნება უნდობლობას გამოთქვამდა ქრისტეს ღვთაებრიობასთან დაკავშირებით. ვნახოთ რა მისწერა პასუხად ჰოლივუდის ყოფილმა ვარსკვლავმა და ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა:


image

"შესაძლოა იესო პირდაპირ არსად ამბობს რომ მესიაა, თუმცა იოანეს სახარების 1, 10 და მე-14 თავებში ის საკმაოდ გასაგებად ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას. განა არის რამე ორაზროვანი მის ამ სიტყვებში: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.ვერავინ მივა მამასთან ჩემს გარეშე." ანდაც ეს ფრაზა: "მამა ჩემშია და მე მამაში." ვფიქრობ, რომ ეს და კიდევ სხვა არაერთი პირდაპირი მინიშნება ყოველგვარ ეჭვებს გამორიცხავს მის საღვთო წარმომავლობასთან დაკავშირებით. არაფერი გასარკვევი აქ აღარ არის, ან ის ნამდვილად იყო ძე ღვთისა, ან იყო ყველაზე დიდი მატყუარა მსოფლიოში. მე ვერ დავიჯერებ, რომ მატყუარასა და შარლატანს შეეძლოს ისეთი ზეგავლენის მოხდენა კაცობრიობაზე, როგორიც მას აქვს 20 საუკუნის განმავლობაში. ისმის ელმენტარული კითხვა: შეუძლია კი, თუნდაც ყველაზე გაქნილ ცრუპენტელას, ჯვარზე გაეკრას ტყუილის გამო?... როცა მხოლოდ ერთ აღიარებას შეუძლია სიცოცხლე შეუნარჩუნოს.


ჩემთვის ეს არის ისტორიულად დადასტურებული სასწაული. არავინ დაობს და ფაქტია, რომ მართლაც ცხოვრობდა ასეთი ადამიანი და ის ჯვარზე გააკრეს. რატომ არის ეს სასწაული? მოდი ცოტა ხნით ჩართეთ თქვენი წარმოსახვა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც დღედაღამ მამის სახელოსნოში მუშაობს, ერთ დღესაც ტოვებს თავის ხელსაწყოებს, გამოდის გარეთ და იწყებს ქადაგებას.ის მოძღვრავს ადამიანებს მიმდებარე ქუჩებსა და ახლომახლო სოფლებში. ყოველთვის ერთ რეგიონში ტრიალებს და მაქსიმუმ 100 მილის(161კმ)რადიუსში გადაადგილდება. ეს გრძელდება მხოლოდ სამი წელი. შემდეგ მას აპატიმრებენ, ასამართლებენ და ორ ჩვეულებრივ ბოროტმოქმედთან ერთად სიკვდილით სჯიან 33 წლის ასაკში. დარჩა მხოლოდ ერთადერთი სამოსი და ისიც წილისყრით მისმა ჯალათებმა გაინაწილეს. დასრულდა ისტორია? არა! მხოლოდ დაიწყო!!! ეს ღარიბი, განათლების უქონელი ახალგაზრდა კაცი 2000 წელია ბევრად უფრო დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოზე, ვიდრე ერთად აღებული ყველა მეფე, იმპერატორი და დამპყრობელი, ყველა გენერალი და ადმირალი, ყველა ფილოსოფოსი, სწავლული და მეცნიერი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე. რანაირად შეიძლება აიხსნას ეს ყველაფერი, თუ იგი მართლაც არ იყო ძე ღვთისა, როგორც თავის თავს უწოდებდა.

რონალდ რეიგანი"


image

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის ზესახელმწიფოს მართავდა, რეიგანს არასოდეს მოუკლია ყურადღება საკუთარი ოჯახისათვის და სანიმუშოდ კარგი მამა და მეუღლე იყო. მან სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლა მუცლად მყოფ ჩვილთა მკვლელობების წინააღმდეგ და დაგვიტოვა ერთი პატარა, მაგრამ მრავლისმთქმელი ფრაზა ამ საშინელებაზე: "აბორტის დაკანონებას მოითხოვენ ისინი, ვინც თვითონ უკვე იშვა ამ ქვეყანაზე...."


0
453
შეფასება არ არის
ავტორი:კალიფორნიელი
კალიფორნიელი
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0