x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
"მოცეკვავე მილიონერი“ ჯანლუკა ვაკი ინტერნეტსივრცეს ახალი ცეკვით იპყრობს (ვიდეო)

image


52 წლის "მოცეკვავე მილიონერმა" ჯანლუკა ვაკიმ რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტსივრცე თავისი ცეცხლოვანი ცეკვებით შეიძლება ითქვას რომ "ააფეთქა". მას ცეკვაში პარტნიორობას ყოფილი მეუღლე გაბრიელა უწევდა, რომელთან ერთადაც მათ ენერგიულ და სახალისო ცეკვებს სოციალურ ქსელში თვალს 13, 5 მილიონი ადამიანი ადევნებდა. უნდა აღინიშნოს, რომ წყვილი პროფესიონალ მოცეკვავეებზე ნაკლებად ნამდვილად არ ცეკვავდა.


image


"მოცეკვავე მილიონერი" საკუთარი პერსონის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით და საკუთარი თაყვანისმცემლების კვლავ დასაინტერესებლად, ფოტო და ვიდეო მასალის მიწოდების ახალი, განსხვავებული გზებისა და ფორმების ძიებაშია.


imageimage


ასე დაიწყო ინსტაგრამის ვარსკვლავმა პატარ - პატარა სიუჟეტების გადაღება, რომელთა უმრავლესობაც ტრადიციულად, მისი ცეცხლოვანი ცეკვებით სრულდება. აი მაგალითად, მის ბოლო ვიდეო რგოლში ვაკიმ გადაწყვიტა ქალის იმიჯი მოერგო..


image


სიუჟეტის მიხედვით ჯანლუკა საბედისიწერო ლამაზმანის იმიჯს ირგებს, რომელიც მთელი მონდომებით მაფიოზი მამაკაცების მოხიბვლას ცდილობს, ისინიც მის "მიმზიდველობას" ვერ უძლებენ და "საბედისწერო მანდილოსნის" გამოწვევას საბოლოოდ იღებენ.. სოციალური ქსელის "მეფედ" წოდებული ჯანლუკა ვაკის ახალმა ვიდეო რგოლმა და მისმა საკმაოდ უჩვეულო იმიჯმა, ექსტრავაგანტული იტალიელის ერთგული თაყვანისმცემლები აღფრთოვანებაში მოიყვანა და "მოცეკვავე მილიონერის" წარმოუდგენელი ქარიზმა და საოცარი გარდასახვის უნარი ყველამ ერთხმად აღიარა.











0
290
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
290