x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94935
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
"მაქსიმუმ 25“: ინტერნეტსივრცეში იმ გოგონების დიაგრამა გამოჩნდა, ვისაც დიკაპრიო ხვდებოდა

image


ინტერნეტ გამოცემა - "Reddit"-ის ერთ- ერთმა მომხმარებელმა, საზოგადოებას საინტერესო, მაგრამ არც თუ სერიოზული კვლევა შესთავზა, რომელიც ჰოლივუდის ყველაზე სასურველ სასიძოს ლეონარდო დიკაპრიოსა და მის საკმაოდ მრავალრიცხოვან სასიყვარულო თავგადასავლებს ეხება. შრომატევადი მუშაობის შედეგად ინტერნეტ - მომხმარებელმა დაასკვნა, რომ მსახიობი უპირატეობას 25 წელს ქვემოთ ასაკის ქალბატონებს ანიჭებს.


image


დიაგრამა ნათლად აჩვენებს, თუ რომელ ასაკში ხვდებოდა ჰოლივუდელი გულთამპყრობელი კონკრეტულ ქალბატონს.


image


როგორც წარმოდგენილი მონაცემებით ირკვევა, ლეოს ასაკით ყველაზე პატარა შეყვარებული ბრაზილიელი სუპერმოდელი - ჟიზელ ბიუნდხენი იყო. ის ჰოლივუდის ვარსკვლავს, 18 წლის ასაკში ხვდებოდა.


image


ლეონარდოს ყველაზე "ასაკოვანი" მეგობარი გოგონები ახალგაზრდა ლამაზმანი მოდელები - ბარ რაფაელი, კელი რორბახი და ნინა აგდალი იყვნენ. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ყველა ამ ქერა გოგონასთან ურთიერთობა, მსახიობმა მაშინ დაასრულა, როცა მოდელები 25 წლის იყვნენ.


imageimageimageimage

ლეონარდო დიკაპრიოს ამჟამინდელი შეყვარებული ასევე ძალიან ახალგაზრდაა, და რაღა თქმა უნდა, ისიც მოდელია, თუმცა - ქერა არ არის. 22 წლის კამილა მორონე მსახიობს უკვე ორი წელია ხვდება. თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ წყვილი უახლოეს მომავალში დაქორწინებასაც აპირებს.


image

თუმცა, ნამდვილად საინტერესოა, როგორ მოიქცევა სასურველი სასიძო როცა გოგონას 25 წელი შეუსრულდება - მასაც "სანაგვეზე" გაუშვებს და ახალი კანდიდატურის ძიებით დაკავდება თუ ბოლოს და ბოლოს, 44 წლის მსახიობი გონს მოეგება და საკუთარ არჩევანს გულის კარნახით, და არა ნუმეროლოგიის მიხედვით გააკეთებს.


image





0
143
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
143