x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და მდიდარი იუთუბერები! (ნაწილი 2)

imageიუთუბი უკვე დიდი ხანია ფულის შოვნის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო გზად იქცა.აკეთებ იმას, რაც გსურს, იღებ ვიდეოს და გარანტირებული მაღალი ანაზღაურება შენია.

დღეს მე წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და მდიდარი იუთუბერების ხუთეულს!

მაშ ასე, დავიწყოთ!



1.Nikita Dragun

ნიკიტა დრაგუნმა პუპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2015 წელს იუთუბის არხზე ვიდეო ატვირთა სახელწოდებით "მე ტრანსგენდერი ვარ".ამ ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.ამის შემდეგ ნიკიტამ უამრავი პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა.დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იუთუბერია მსოფლიოში.ის მეგობრობს კაილი ჯენერთან, კიმ კარდაშიანთან და სხვა უამრავ ვარსკვლავთან.ასევე ნიკიტას აქვს საკუთარი კოსმეტიკის ხაზი "Dragun Beauty".

ნიკიტას გამომწერები იუთუბზე: 2.5 მილიონი

ნიკიტას შემოსავალი: $300 მილიონიimageimageimageimageimageimageimageimage


2.NikkieTutorials

ნიკი დე ჯაგერმა იუთუბზე პირველი ვიდეო ჯერ კიდევ 2008 წელს ატვირთა.აღსანიშნავია, რომ მას პოპულარობა ადვილად არ მოუხვეჭია.პირიქით, ამისათვის საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა.ნიკის კონტენტი არის მხოლოდ და მხოლოდ მაკიაჟი, თუმცა, მიუხედავად ამისა ის ძალიან წარმატებულია.

ნიკის გამომწერები იუთუბზე: 12 მილიონი

ნიკის შემოსავალი: $2.6 მილიონიimageimageimageimageimageimageimageimage


3.Jeffree Star

ჯეფრი ლინ სტეინინგერ ჯუნიორი, იგივე ჯეფრი სტარი.მან კარიერა 2003 წელს დაიწყო.2006 წელს ჯეფრის myspace-ზე ყველაზე მეტი გამომწერი დაუგროვდა.ის ყოველთვის გამოირჩეოდა მეტად უცნაური სტილით.2016 წელს მან შექმნა საკუთარი კოსმეტიკის ხაზი "jeffree star cosmetics".იუთუბის გარდა, სწორედ ეს გახდა მისი წარმატების უდიდესი გარანტი.

ჯეფრის გამომწერები იუთუბზე: 15 მილიონი

ჯეფრის შემოსავალი: $50 მილიონიimageimageimageimageimageimageimage


4.James Charles

ჯეიმს ჩარლს დიკინსონი სულ რაღაც 20 წლისაა და ის უკვე ძალიან წარმატებულ ადამიანად ითვლება.2014 წელს ჯეიმსმა პირველი ვიდეო ატვირთა იუთუბზე.ჯეიმსს კავშირი ჰქონდა ისეთ ცნობილ იუთუბერთან, როგორიც ტატი ვესტბრუკია.სწორედ ეს გახდა მისი წარმატების საიდუმლოც.ასევე ჯეიმსი მეგობრობს ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც არიან კაილი ჯენერი, კიმ კარდაშიანი და ა.შ.

ჯეიმსის გამოწერები იუთუბზე: 15 მილიონი

ჯეიმსის შემოსავალი: $12 მილიონიimageimageimageimageimageimageimageimage


5.Shane Dawson

შეინ ლი იავი, ცნობილი როგორც შეინ დოუსონი ცნობილი ამერიკელი იუთუბერი გახლავთ.მან კარიერა 2008 წელს დაიწყო.2010 წელს ჯამში მას უკვე 500 მილიონი ნახვა დაუგროვდა.ამის შემდეგ, ბუნებრივია შეინმა წარმატებისკენ მიმავალი გზა განაგრძო და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იუთუბერია.

შეინის გამომწერები იუთუბზე: 22 მილიონი

შეინის შემოსავალი: $12 მილიონიimageimageimageimageimage


იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი:

მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და მდიდარი იუთუბერები!

0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0