x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94935
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
ტაბუ და მისი მნიშვნელობა

"ტაბუ" ჰქვია ყველაფერს, როგორც ადამიანებს, ისე ადგილებს, საგნებს, დროებით მდგომარეობებს, რომლებიც ამ იდუმალებით მოცულ თვისებებს ფლობენ ან ამ თვისებათა წყაროს წარმოადგენენ. ტაბუ ეწოდება ასევე ამთვისებებიდან გამომდინარე აკრძალვას და ბოლოს, ის რაღაც ისეთსაც ეწოდება, რომელიც ერთდროულად წმინდაცაა და ჩვეულებრივიც, საშიშიც, უწმინდურიც და შემზარავით.image


ტაბუს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს.ერთი მხრივ, ის წმინდას, კურთხეულს ნიშნავს, მეორე მხრივ - უჩვეულოს, საშიშს, აკრძალულს, უწმინდურს.ტაბუს ანტონიმს "ნოა" ეწოდება, რაც ჩვეულებრივს, საყოველთაოს ნიშნავს.


ტაბუს შეზღუდვები განსხვავდება რელიგიური ან მორალური აკრძალვებისგან. ის ღვთის მცნებას კი არ ეყრდნობა, არამედ, ასე ვთქვათ, თვითონ არის ამკრძალავი.ტაბუს წარმომავლობა უცნობია.

განასხვავებენ სხვადასხვა ტიპის ტაბუს: ბუნებრივ, ანუ პირდაპირ ტაბუს, რომელიც იდუმალი ძალის შედეგია და რომელიმე პიროვნებას ან საგანს უკავშირდებ; და მეორე, გადაცემულ, ანუ არაპირდაპირ ტაბუს, რომელიც ამ იდუმალი ძალებიდან გამომდინარეობს. ტაბუ მოიცავს მხოლოდ; პიროვნების ან საგნის წმინდა ხასიათს და ამ ხასიათიდან გამომდინარე შეზღუდვის რაგვარობას.


არსებობს დროებითი და მუდმივი ტაბუ.მუდმივს მიეკუთვნებიან ღვთისმსახურები, ბელადები, მიცვალებულები და ყველაფერი რაც მათ ეკუთვნოდათ. და დროებითი ტაბუ დაკავშირებულია გარკვეულ მდგომარეობასთან: მენსტრუაციასთან, მშობიარობასთან, მეომრის ჩინთან, მეთევზის და მონადირის საქმიანობასთან და ა.შ.



0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:Gიოგიო1011
Gიოგიო1011
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0