x
მეტი
  • 17.09.2019
  • სტატია:94851
  • ვიდეო:342592
  • სურათი:456867
რა ღირს თქვენი სიმშვიდე?

image


გიფიქრიათ თუ არა რა ღირს თქვენი სიმშვიდე? დიახ სიმშვიდე, როდესაც გაქვთ სესხი და არ ხართ დარწმუნებული გექნებათ თუ არა სტაბილური შემოსავალი, მაშინ როცა ფლობთ უძრავ ან მოძრავ ქონებას ან მაშინ, როდესაც თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მოკლედ, დღეს მინდა შევეხო დაზღვევის თემას. მე ნამდვილად არ ვაპირებ გიმტკიცოთ, რომ დაზღვევა კარგია ან ცუდია მე უბრალოდ მინდა გკითხოთ:

1.გიღირთ თუ არა ხვალინდელი ნეგატიური მოვლენისგან თავის დაზღვევა?

2. თუ გიღირთ მაშინ რამდენის გადახდა შეგიძლიათ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში?


მართალია დაზღვევას ფინანსები ჭირდება, თუმცა მეორე საკითხია ჩვენი დამოკიდებულება.


წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომლის შემოსავალი 1 000 ლარია მას აქვს სესხი, რომელშიც ყოველთვიურად 300ლარს იხდის, თუმცა ის თვლის, რომ დაზღვევისთვის დამატებითი 10ლარის გადახდა ზედმეტი ხარჯია.

ახლა წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომლის ხელფასი 500ლარია, თუმცა ის ფიქრობს, რომ თუ შეიძენს მანქანის დაზღვევას და თვეში 5ლარს გადაიხდის, ეს მისი სიმშვიდის გარანტია იქნება.


ერთი სიტყვით ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, თუმცა რომელ კატეგორიასაც არ უნდა წარმოადგენდეთ თქვენ თუ ოდესმე გაგიჩნდებათ დაზღვევით სარგებლობის სურვილი აუცილებელი 4წესი გაითვალისწინოთ:


1. რა მოხდება თუ .... (დანარჩენი თქვენ დაასრულეთ)

2. რას არ აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია?

3. რა პროცედურებთან არის დაკავშირებული თანხის ანაზღაურება?

4. რა საფასური უნდა გადავიხადოთ ამ ყველაფერში?


ამის შემდგომ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება.


აქვე აუცილებელია ვიცოდეთ საჭირო ტერმინები:


1. სადაზღვევო პერიოდი - რა ვადაზე მოქმედებს დაზღვევა

2. ფრანშიზა - თანხა, რომელიც ჩვენ ჩვენი ჯიბიდან უნდა გადავიხადოთ ( ანუ თანხა, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ჩვენ კომპანიასთან ერთად ვიხდით)

3. ლიმიტი - თანხის ოდენობა, რომელსაც სადაზღვევო გადაიხდის

4. მოცდის პერიოდი - ანუ პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დაზღვევა თანხას არ აანაზღაურებს. პირობითად: თუ მოცდის პერიოდი 6თვეა ეს ნიშნავს, რომ დაზღვევის შეძენიდან 6თვის განმავლობაში თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგა, სადაზღვევო კომპანია მას არ აანაზღაურებს.

1
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ თაყნიაშვილი
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
39
  
19 აგვისტო, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1