x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
რა მოხდება, თუ ჩვენს ავტომობილში ზეთს დროულად არ გამოვცვლით?!




image
ავტომობილისათვის ზეთის შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცედურაა, რადგან სწორედ ეს სითხე უზრუნველყოფს ჩვენი ავტომობილის გამართულად მუშაობას და ნაწილების ცვეთის შემცირებას. არსებობს სამი მექანიზმი, რომელიც ზეთის შეცვლას სხვადასხვა დროის გასვლის შემდეგ საჭიროებს.


დავიწყოთ ძრავით.

ევროპაში ძრავის ზეთის ავტომფლობელები 15 000-30 000 კილომეტრის გავლის შემდეგ ცვლიან, თუმცა საქართველოში სხვა ვითარებაა. საწვავისა და თავად ძრავის ზეთების ხარისხის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია, რომ იგი 8000 - 10 000 კილომეტრზე შეიცვალოს, თუმცა შესაძლოა უფრო ადრეც გახდეს ამის გაკეთება საჭირო, დამოკიდებულია ავტომობილის დატვირთვაზე, მაგალითად, თუ ხშირად აწარმოებს ბუქსირებას, ხშირად გადააქვს ბარგი ან აღმართზე მოძრაობს.გარდა ამისა, ზაფხულის სიცხის გამო, უმჯობესია, თუ ზეთს ჩვეულებრივზე ადრე შეცვლით. ამასთან, საჭიროა ზუსტად იცოდეთ, რომელ ზეთს საჭიროებს თქვენი მანქანა.




გადაცემათა კოლოფის ზეთი.




ძრავის ზეთზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გადაცემათა კოლოფის ზეთის კონტროლი. მისი დროული შეცვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტომატურ გადაცემათა კოლოფისათვის. როგორც ძრავის შემთხვევაში, ზეთის შეცვლის დრო დამოკიდებულია დატვირთვაზე, გარემოს ტემპერატურაზე და მართვის სტილზე. საშუალოდ, კოლოფში სითხე 40 000-დან 100 000 - მდე უნდა შეიცვალოს.



ჰიდრავლიკის ზეთი.



საქართველოს მძღოლების უმრავლესობა თვლის, რომ ჰიდრავლიკის ზეთი შეცვლას არ საჭიროებს, რაც არასწორია. ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მისი მაქსიმალური მანძილი 200 000 კილომეტრია, თუმცა დამოკიდებულია მართვის სტილზე, რაც უფრო “აგრესიულია" მართვა, მით მალე საჭიროებს ზეთი შეცვლას.


ახლა კი იმის შესახებ, თუ რა ემართება ჩვენს ავტომობილს, ზეთის შეცვლას თუ დავუგვიანებთ.


image

ფოტოზე ხედავთ AUDI TT V6 - ის ძრავს, რომელსაც 135 000 კილომეტრი აქვს გავლილი ზეთის შეუცვლელად. როგორც ხედავთ, არც თუ ისე კარგი სანახავია. გასაკვირია, საერთოდ როგორ მუშაობდა ასეთი ძრავი.

გაითვალისწინეთ, მსგავსი სურათი იქმნება თანდათან ზეთის შეცვლის დაგვიანებით ყველა მექანიზმში, რომელიც ამას საჭიროებს.



მძღოლებისთვის საინტერესოა:

პირველადი დახმარება აკუმულატორის დასუსტებისას (რჩევები)

image

რა უნდა იცოდეთ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების შესახებ

იმისათვის, რომ თქვენ და თქვენს ავტომობილს საფრთხე არ შეგექმნათ

დაუჯერებელი ფაქტები ავტომობილების შესახებ

3
679
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
679
  
2019, 28 აგვისტო, 2:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 აგვისტო, 12:39
საინტერესო სტატიაა, ბევრს გამოადგება...
0 1 3