x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მინოსური წარწერები - იბერო-კოლხური ტექსტები?
მინოსური წარწერები - იბერო-კოლხური ტექსტები?

"მასალა მინოსური წარწერების შესახებ აღებულია გია კვაშილავას ნაშრომებიდან"


სერ არტურ ევანსმა 1900 წელს კუნძულ კრეტაზე აღმოაჩინა ამ კუნძულზე ბერძნების (და საერთოდ ინდო-ევროპელების) მოსვლამდე ხალხის - ე.წ. "პელასგების" დამწერლობის ნიმუშები უამრავ თიხის ფირფიტაზე, რასაც უწოდეს A-ხაზოვანი წარწერები. ბერძნები ამ კუნძულზე მოვიდნენ ძვ.წ. 1450 წელს. ის დამწერლობა კი, რომელსაც იყენებდნენ კრეტაზე, არის შექმნილი დაახლოებით ძვ.წ. 2000 წლისთვის.


ამ თემაზე მეტის გასაგებად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ სტატიებს:


1. იბერო კოლხური მოდგმის ხალხების განსახლების არეალები

2. იბერო კოლხური მოდგმის ხალხების განსახლების ტერიტორია

3. პროტოქართველთა დამწერლობის ნიმუშები

4. იბერო-კოლხური ტომები კავკასიაში, მცირე აზიასა და ევროპაში

5. კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე

6. კოლხური ქალღმერთი ფასიანე - "დიდი დედის" პანევროპული კულტი

7. კორიბანტები - კოლხი ქურუმები

8. კვირბები - კოლხური ტექსტები

9. კოლხური დამწერლობა

10. ნეკრესის უძველესი ქათული წარწერები


ჰ. ფენრიხი (2013, გვ.232) წერს: "საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი დამწერლობის ნიშნები თავისი ფორმით მოგვაგონებენ მედიტერანული სივრცის (A-კლასის ხაზოვან) მარცვლოვან დამწერლობას. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში დასტურდება, რომ ქართველები სამხრეთ-დასავლეთით გაცილებით ვრცელ ტერიტორიაზე სახლობდნენ და ინტენსიური კონტაქტი ჰქონდათ ხმელთაშუა ზღვის არეალიდან მედიტერანული წარმოშობის (A-კლასის ხაზოვანი) მარცხვლოვანი დამწერლობა - თავიანთი პირველი წერითი სისტემა საქართველოს არეალში განავრცეს და სხვადასხვა ფუნქციით თუ დანიშნულებით იყენებდნენ თიხის კერამიკულ ნაწარმზე (ჭურჭელზე, კრამიტებზე, დასაკრძალავ ქვევრებზე)."


მედიტერანული სივრცის და ქართული უძველესი დამწერლობის ნიშნების შედარება


ამ ციტატის გაგრძელებას დ. ბახტაძე (2017, გვ.20) ქართულად თარგმნის შემდეგნაირად:

"ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებმა ქართველები უფრო მეტად მოაქცია ელინურ-ბერძნული გავლენის ქვეშ. ფარნავაზის დროს ამან ბიძგი მისცა დამწერლობის რეფორმას: ძველი, მარცვლოვანი დამწერლობიდან ახალ, ანბანურ დამწერლობაზე - მრგვლოვანზე გადასვლას. მრავალი საუკუნის განმავლობაში ორივე ქართული დამწერლობითი სისტემა გვერდიგვერდ თანაარსებობდა. ქოთნების კრამიტისა და სხვ. გამოწვის ოსტატები მარცვლოვან დამწერლობას ძირითადად იყენებდნენ კრამიტებსა და თიხის ნაწარმზე. გაქრისტიანებით საბოლოოდ დამკვიდრდა ანბანური მრგვლოვანი დამწერლობა.


როგორც უკვე ითქვა საერთოკოლხური (საერთოქართველური) მარცვლოვანი დამწერლობის სათავე ძვ.წ. XXI-XV საუკუნეებში ისახება, როდესაც ქართველთა წინაპარი ტომები ხმელთაშუაზღვისპირეთის, შავიზღვისპირეთის, მცირე აზიისა და კავკასიის ტერიტორიებზე იყვნენ განსახლებულნი. ამ ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი იქნა მრავალი წერილობითი ძეგლი, რომლებზეც თვალნათლივ ჩანს დამწერლობათა ნიშნების განვითარების უწყვეტი ჯაჭვი. დაახლოებით ძვ.წ. 21-ე საუკუნიდან მოყოლებული ახ.წ. მე-4 საუკუნემდე ქართველური ტომებისთვის დამწერლობის სიტემა იყო მარცვლოვანი.


მინოსური A ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები


ზემოთ აღნიშნული მოსაზრების ფონზე, აქვე წარმოვადგენთ ქართული პალეოგრაფიის ფუძემდებლის - ივანე ჯავახიშვილის (1949, გვ. 236) ფრიად საყურადღებო მოსაზრებას:

"ვფიქრობ მხოლოდ, რომ ახლა მაინც სამუდამოდ უკუგდებული უნდა იყოს აზრი ქართული დამწერლობის ახ.წ. V საუკუნეში გამოგონების შესახებ და უნდა განმტკიცდეს აზრი, რომ ქართული დამწერლობა გაცილებით უფრო ძველია და მისი დასაწყისი შორეულ წარსულში და მცირე აზიაში უნდა ვეძებოთ."


ივ. ჯავახიშვილის ამ დებულებაში კორექტივი შეიტანა აკ. ურუშაძემ (1964, გვ.145-168), რომელმაც ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურის საწყისთა კვლევა-ძიებისას წარმოადგინა შემდეგი მოსაზრება:

"სრულიადაც არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, რომ ქართველთა წინაპარ ტომებში არსებული უძველესი დამწერლობის ნიმუშები იყოს საბერძნეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მინოსური წერილობითი ძეგლები.


ქართული პეტროგლიფების მნიშვნელობები


ინტენსიური კვლევით ირკვევა, რომ ამჟამინდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მინოსური ხანის კრეტული იეროგლიფური ფესტოსის დისკოს, არქალოხორის ცულის, A-კლასის ხაზოვანი და მსგავსი დამწერლობების ნიშნებით შესრულებული წარწერები იკითხება საერთოკოლხურ (საერთოქართველურ) ენაზე.


უძველესი ქართველური ცივილიზაციის განვითარების თვალსაზრისით, კრეტული იეროგლიფური, ფესტოსის დისკოს, არქალოხორის ცულის, A-კლასის ხაზოვანი და მსგავსი დამწერლობით შესრულებული წერილობითი ძგლების საერთოკოლხურ (საერთოქართველურ) ენაზე ამოკითხვა ფრიად საყურადღებო და საგულისხმო მოსაზრებების გამოთქმის საშუალებას იძლევა.


კნოსოსში სერ არტურ ევანსმა აღმოაჩინა ეგეოსისპირეთში გავრცელებული სამი სახის დამწერლობა, რომლებსაც პირობითად უწოდა:

1. მინოსური კრეტის იეროგლიფური დამწერლობა

2. A კლასის ხაზოვანი დამწერლობა

3. B კლასის ხაზოვანი დამწერლობა


კრეტული იეროგლიფები


1895 წელს სერ არტურ ევანსმა პირველმა გამოაქვეყნა კრეტული იეროგლიფური წარწერების რამდენიმე ნიმუში, რომლებიც დაბეჭდილია შემდეგ წიგნში: 1909 და 1952 წლებში გამოქვეყნდა ა. ევანსის ორტომეული (Scripta Minoa), რომლებშიც წარმოდგენილია კრეტული იეროგლიფური, A და B კლასის ხაზოვანი წერილობითი ძეგლების სისტემატური კვლევა-ძიება.


ასევე აღსანიშნავია, რომ ა. ევანსმა მეცნიერულად შეისწავლა კნოსოსის მინოსური სასახლის არქეოლოგიური მასალები, რომლებიც 1921-1936 წლებში გამოქვეყნა შემდეგ ოთხტომეულში - "მინოსის სასახლე კნოსოსში" (The Palace of Minos at Knossos).


მინოსის სასახლე კნოსოსში


1996 წელს ჟ.პ. ოლივიემ და ლ. გოდარმა გამოაქვეყნეს კრეტული იეროგლიფური წარწერების ნიმუშები, რომლებიც დაბეჭდილია შემდეგ წიგნში სახელწოდებით - "CHIC". ამ წიგნის მიხედვით კრეტული იეროგლიფური დამწერლობით შესრულებულია სხვადასხვა სახის 331 საგანი (ქვის ან სპილოს ძვლის საბეჭდავი, ჭურჭელი, თიხის ეტიკეტები, ფირფიტები და სხვ.). ეს წერილობითი ძეგლები პირობითად დათარიღებულია ძვ.წ. 2100-1500 წლებით.


1937 წელს კუნძულ კრეტაზე, მალიაში მდებარე მინოსური ხანის სასახლის ნანგრევების არქეოლოგიური გათხრებისას ფ. შაპუტიემ (Chapoutier 1938, LX, 105) აღმოაჩინა მალიის ქვის ბლოკი, რომელიც შესრულებულია კრეტული იეროგლიფური წარწერით. მან მეცნიერულად შეისწავლა ეს წარწერა და 1938 წელს დაბეჭდა ნაშრომი ამის შესახებ. მალიის ქვის ბლოკის წარწერა დათარიღდა ძვ.წ. მე-16 საუკუნით.


მალიის ქვის ბლოკის წარწერები


უკანასკნელ ხანებში საქართველოს ტერიტორიაზე (ხევსურეთი, თუშეთი, თრუსოს ხეობა, სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი და სხვ.) აღმოჩენილია კრეტული იეროგლიფური დამწერლობის მსგავსი ცალკეული ნიშნები (გიორგი გიგაური 2010, გვ.174, 176).





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
609
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
609
  
2019, 19 აგვისტო, 2:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1