x
ემოციების გამოყენება ორგანიზაციულ ქცევაში - რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტი ორგანიზაციაში?
image


თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტი? იცოდით, რომ ადამიანები, რომლებიც იცნობენ საკუთარ ემოციებს და კარგად ხვდებიან სხვების ემოციებს, მიჩნეულია, რომ უფრო ეფექტურები არიან თავიანთ სამსახურებში? როგორც წესი, ემოციური ინტელექტი ხუთი განზომილებისგან შედგება:


  • თვითშეცნობა: იმის შეცნობა, თუ რას გრძნობ;
  • თვითმართვა: საკუთარი ემოციებისა და იმპულსების მართვის შესაძლებლობა;
  • თვითმოტივირება: დაბრკოლებებისა და წარუმატებლობისთვის წინ აღდგომა;
  • თანაგრძნობა: სხვების გრძნობების გაგების შესაძლებლობა;
  • სოციალური უნარ-ჩვევები: სხვების ემოციებთან გამკლავების შესაძლებლობა.

საინტერესოა, ემოციებისა და განწყობის გაგებას რამდენად შეუძლია გააუმჯობესოს ორგანიზაციებში შერჩევის პროცესის, გადაწყვეტილების მიღების, შემოქმედითობის, მოტივაციის, ლიდერობის, ინტერპერსონალური კონფლიქტის, მოლაპარაკების, მომხმარებლის მომსახურების, სამსახურეობრივი დამოკიდებულებისა და სამუშაო ადგილზე არასწორი ქცევის ახსნისა და პროგნოზირების შესაძლებლობა.


ერთ-ერთი დასკვნა ემოციური ინტელექტის ფაქტებიდან არის ის, რომ დამქირავებელმა დაქირავებულების აყვანის დროს ემოციური ინტელექტი გარკვეულ ფაქტორად უნდა მიიჩნიონ, განსაკუთრებით ისეთ სამსახურებში, რომელიც სოციალური ურთიერთობის მაღალ ხარისხს მოითხოვს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ერთ-ერთ კომპანიაში ემოციური კომპეტენციის საფუძველზე შერჩეულმა გამყიდველებმა წლის განმავლობაში ორჯერ მეტი საქონელი გაყიდეს, ვიდრე სხვებმა.



ასევე, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანები უფრო სუსტ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვიდრე ბედნიერები, რადგან დეპრესიაში მყოფი ადამიანები ინფორმაციას ნელა ამუშავებენ, ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ და არა ყველაზე მისაღებს. გარკვეულწილად, ყველა შესაძლო ვერსიის განხილვა კარგია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დეპრესიული ადამიანები ეძებენ საუკეთესო გადაწყვეტილებას, როცა იშვიათად არის მხოლოდ ერთი ნებისმიერი გადაწყვეტილება საუკეთესო. დადებითი ემოციების მქონე ადამიანებმა კი იციან, როდის არის გადაწყვეტილება საკმარისად კარგი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ დადებით ემოციებს შეუძლია გაზარდოს პრობლემების გადაწყვეტის უნარი და ხელი შეუწყოს ახალი ინფორმაციის გაგებასა და ანალიზს.


სხვადასხვა კვლევებით ასევე დაადგინეს, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ სამსახურში დადებითი განწყობის შექმნას, უფრო მეტად მოტივირებული სამუშაო ძალა ჰყავს.


ააა

ემოციებთან ცოტა საკითხი თუ არის ისე დაკავშირებული, როგორც ინტერპერსონალური კონფლიქტის თემა. როცა თანამშრომლებს შორის კონფლიქტები იწყება, თქვენ შეგიძლიათ ნამდვილად დარწმუნებულები იყოთ, რომ ამ დროს ემოციები წარმოიშობა. მენეჯერები წარმატებულად მოაგვარებენ კონფლიქტებს, თუ ისინი კონფლიქტში ემოციურ ელემენტს განსაზღვრავენ და მხარეებს დაეხმარებიან, დასძლიონ ემოციები. მენეჯერი, რომელიც უგულებელყოფს ემოციურ ელემენტს კონფლიქტში და მხოლოდ რაციონალურ და ამოცანაზე ორიენტირებულ საკითხებს აქცევს ყურადღებას, ალბათ, ამ კონფლიქტს ვერ მოაგვარებს.


კიდევ ერთი საკითხია სამუშაო ადგილზე არსებული დევიანტური ქცევები. ნებისმიერი ადამიანი, ვინც სამსახურში დიდ დროს ატარებს, მიხვდება, რომ ადამიანები ხშირად არღვევენ დადგენილ ნორმებს, რაც საფრთხეს უქმნის ორგანიზაციას, მის წევრებს ან ორივეს ერთად. ბევრი ასეთი ქცევა ცუდი ემოციებით შეიძლება იყოს გამოწვეული.


მაგალითად, შური არის ემოცია, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც ნაწყენი ხართ ადამიანზე, რომელსაც აქვს ის, რაც თქვენ არ გაქვთ, მაგრამ ძალიან გინდათ რომ გქონდეთ. შურიან ადამიანს შეუძლია თანამშრომელს მტრულად მოექცეს, სხვების წარმატება დაამახინჯოს და თავისი მიღწევები გააზვიადოს. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც უარყოფით ემოციებს განიცდიან, უფრო მეტად ავლენენ დეავიანტურ ქცევას სამსახურებში, ვიდრე ადამიანები, რომლებიც უარყოფით ემოციებს არ გრძნობენ.


ასე რომ, ლიდერობაში, გაყიდვებსა და მომხმარებელთა მომსახურებაში ემოციების ეფექტურად მართვას ინდივიდების წარმატებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.


0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0