x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"მილიონები 1 წუთში“: რამდენს უხდიან არაბი შეიხები ვარსკვლავებს პრივატულ საღამოებში

image


არაბი შეიხები ცნობილი და პოპულარული მომღერლების პრივატულ კონცერტებში მზად არიან საკმაოდ სოლიდური თანხაც კი გადაიხადონ, ხოლო რომელი ვარსკვლავი ღირს ყველაზე მეტი და შოუ - ბიზნესის რომელი წარმომადგენელია მათთვის ყველაზე მოთხოვნადი ამას სტატიიდან გავარკვევთ.


ჯენიფერ ლოპესი


image


2018 წელს ჯენიფერ ლოპესმა მხოლოდ 20 წუთში ჰონორარის სახით ორი მილიონი დოლარი აიღო! მან ასეთი გულუხვი "საჩუქარი" არაბი შეიხებისგან, კატარის დედაქალაქში ახალი სავაჭრო კომპლექსის გახსნაზე, გამოსვლისთვის დაიმსახურა. ჯეი ლო ღონისძიებაზე ორგანიზატორების მიერ, საგანგებოდ მისთვის დაქირავებული, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, რამდენიმე ცნობილი ჰიტი შეასრულა, რის შემდეგაც ადგილზე შეკრებილ თაყვანისმცემლებსა და ჟურნალისტებს გაესაუბრა.



ჯასტინ ტიმბერლეიკი


image


ჯასტინ ტიმბერლეიკმა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის, შეიხი ხალიფას წვეულებაზე გრანდიოზული, დახურული წარმოდგენა გამართა. მომღერლის პრივატული კონცერტის საფასური როგორც წესი, მილიონ დოლარს არ სცდება, რა თქმა უნდა, ამ საფასურში მისი და მთელი მისი 20 კაციანი ჯგუფის წევრების, არც მგზავრობა და არც სხვა ხარჯები არ შედის.



მერაია ქერი


image


მრავალი უფლებადამცველის აზრით, არაბული ქვეყნების მთავრობები თავიანთ ქვეყნებში, მსოფლიოს ვარსკვლავებს მხოლოდ იმიტომ ეპატიჟებიან, რომ სურთ, მოსახლეობას ყურადღება, ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევიდან სხვა, უფრო მსუბუქ თემებზე გადაატანინონ. როგორც ცნობილია, მომღერალი მერაია ქერი, რომელიც ქალთა უფლებების აქტიურ დამცველად ითვლება, გასულ ზამთარს, ქალაქ ჯიდაში არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკურ ცენტრში, კონცერტით წარსდგა. ხოლო 2011 წელს მომღერალი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, ვინაიდან მან მონაწილეობა მუამარ კადაფის საპატივსაცემოდ გამართულ წვეულებაში მიიღო, სადაც, სულ რაღაც 4 სიმღერაში "პოპ- დივამ" არც მეტი, არც ნაკლები 1 მილიონი დოლარი აიღო.



დევიდ გეტა



image


გასული წლის დეკემბერში, დევიდ გეტა მსმენელის წინაშე "მეფე აბდულას ეკონომიკურ ქალაქში" - ფორმულა E-ს სამდღიან ფესტივალზე წარსდგა. მუსიკოსის კონცერტი ორგანიზატორებს 350 ათასი დოლარი დაუჯდებოდათ, რომ არა მის რეპუტაციასთან დაკავშირებული რისკები, რომელმაც საბოლოოდ ნახევარ მილიონს მიაღწია. ცნობილმა ფრანგმა დიჯეიმ მეფის განსადიდებლად, პატრიოტული სიმღერების რემიქსი გააკეთა, იმ იმედით, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მოწონებას დაიმსახურებდა. თუმცა, იორდანელების ნაცვლად, ამ ექსპერიმენტით დასავლელი თაყვანისმცემლების რისხვა კი ნამდვილად დაიმსახურა.





0
346
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
346