x
image
ელენე გუმა
ლელა კაკულია სალომე ზურაბიშვილზე - "ვხედავ უქმდება საპრეზიდენტო მმართველობა..."
image

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში წინასწარეტყველებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხება.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა: “ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ქვეყანას ისტორიაში პირველად ჰყავდეს კოალიციური მთავრობა ახალი საარჩევნო წესების შემოღების გზით”.


გთავაზობთ ქალბატონი ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ.


2007 წელი, 11 ნოემბერი, დილის 6 საათი.

ისევ ვხედავ ასჯერ დანახულს: ქვეყნის მოწყობა ისეთია, როგორიც ისრაელში. არ იქნება ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა. ვხედავ კოალიციურ მთავრობას. ეს მეტად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის.

2007 წელი, 17 დეკემბერი.

სწრაფი ცვლა წავა, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე: დროებითი მთავრობა, მერე საპარლამენტო არჩევნები, მერე პრემიერი და მთლიანობაში კოალიციური მთავრობა. ეს არის ისრაელის მოდელი, რომელიც ვიწინასწარმეტყველე ცხრა წლის წინ. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით!

2008 წელი, 17 იანვარი, ურეკი.

ვხედავ, იქმნება დროებითი მთავრობა, უქმდება საპრეზიდენტო მმართველობა, ყალიბდება კოალიციური მთავრობა (1992-1993 წწ. წინასწარმეტყველება). ბოლოს და ბოლოს, საქართველო მშვიდდება…

1
1059
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1059
  
2019, 19 აგვისტო, 2:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1