x
image
ილია მარტყოფლიშვილი
უბედურ შემთხვევას დედოფლისწყაროში მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

image


15 აგვისტოს მომხდარ უბედურ შემთხვევას დედოფლისწყაროში შუა ხნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების განარტებით, მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის ქვეშ მოყვა.


თვითმხილველების ინფორმაციით, ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი კამაზის მარკის ავტომანქანის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც სატვირთო მანქანის ამწედან ჩამოვარდა და ზედ დაეცა.


შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლო.



შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. გამოიკვეთება თუ არა ავტომანქანის რეაბილიტაციის პროცესში გარდაცვლილის დამხმარე პირების ბრალეულობის საკითხი, ამას გამოძიება დაადგენს.


0
326
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0