x
image
გემი დალანდი
როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები სსრკ-ში

image

სილამაზე სუბიექტური ცნებაა. თუმცა, სილამაზის სტანდარტები ყოველთვის არსებობდა და ეპოქის შესაბამისად იცვლებოდა. მაგალითად, თუ გარკვეულ პერიოდში მსუქნი ქალები მოსწონდათ, ახლა სიტუაცია სულ სხვანაირია და სიგამხდრე ერთგვარი უპირატესობაა. სილამაზის სტანდარტები არსებობდა სსრკ-შიც და ათწლეულების განმავლობაში იცვლებოდა.


1.1920-იანი წლები

imageრევოლუციის შემდგომი ათწლეული- გარდამტეხი პერიოდი იყო ქალებისთვისაც. მოდაში შემოვიდა მოკლე ვარცხნილობები და სადა სამოსი.image
ფიგურის გამოკვეთა უკვე აღარ იყო მოდური, რასაც თავისუფლად მომდგარი სამოსიც ხელს უწყობდა. მოდაში იყო მინიმალური მაკიაჟი:მკვეთრად შეღებილი ტუჩები და წარბები.

imageრთული ეკონომიკური პირობების გამო სამოსს ხშირად კერავდნენ ქსოვილების ნარჩენებისგან, საწოლის თეთრეულისგან და ფარდებისგანაც კი. ქალები უკვე თამამად აჩენდნენ შიშველ მკლავებს და მუხლებს.

image

2.1930-1940-იანი წლები

image30-იან წლებში მოდაში იყო ჯანსაღი და ჯანმრთელი აგებულება და სისრულე. ქალთა უფლებები გაიზარდა და სხვადასხვა სფეროში, სადაც მანამდე მამაკაცები შრომობდნენ, ისინი ტოლს არ უდებდნენ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს.imageმოდაში იყო მსხვილი ხელები და ფეხები, ასევე ფართო თეძოები-როგორც სიჯანსაღის სიმბოლო. ერთი სიტყვით, იმ დროინდელი საბჭოთა ქალი იყო საიმედო ამხანაგი, მეგობარი და დედა.და არავითარი მუზა.

imageაქტიურად მიმდინარეობდა ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა. 1931 წელს შემოიღეს ე.წ. ГТО-ს ნორმატივები (Готов к труду и обороне-მზად იყავი შრომისა და თავდაცვისთვის). ამ ნორმატივებს ქალებიც აბარებდნენ. წითელ მოედანზე კი ყოველწლიურად იმართებოდა ფიზკულტურელთა მარში. სპორტული სხეული სილამაზის სიმბოლოდ იქცა.

imageქერების მოდა სსრკ-ში დასავლეთიდან შემოვიდა. საბჭოთა ლამაზმანებმა წყალბადის ზეჟანგი აღმოაჩინეს და მისი საშუალებით თმას იღიავებდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში კი მოდისა და თმებისთვის არავის ეცალა.


3. 1950-1960-იანი წლები

image50-იან წლებში აქტიურად იხსნებოდა საპარიკმახეროები, სადაც ვარცხნილობისა და მანიკიურის გაკეთება იყო შესაძლებელი. ქალები ომის საშინელებისგან გათავისუფლდნენ და კვლავ დაიწყეს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა.

imageომის შემდგომ ისევ მოდაში შემოვიდა სრული აღნაგობა და ზედმეტი კილოგრამები ნაკლად არ ითვლებოდა.imageქალები აქტიურობდნენ, კარიერას იწყობდნენ და წარმოებებში გამოირჩეოდნენ. ჟურნალების გარეკანზე ხშირად იბეჭდებოდა მუშა ქალების ფოტოები:ახალგაზრდა ლამაზმანები ღაჟღაჟა ლოყებით.

imageსხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალების შემდეგ საბჭოთა ქალებმა დასავლური მოდა გადმოიღეს და სადა კაბები წარსულს ჩააბარეს. მოდაში შემოვიდა სამოსი, რომელიც ქალის წელს გამოკვეთდა. ლამაზმანების გარდერობებში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ბიკინიც კი გაჩნდა.


4.1970-იანი წლები

image70-იან წლებში გამხდარი და ტანადი აგებულება შემოვიდა მოდაში. დასავლურმა მოდამ ისევ შემოაღწია სსრკ-ში. დიდი მოთხოვნილება იყო სამოსზე, რომელიც ჩუმად შემოჰქონდათ საზღვარგარეთიდან.

ამ ეპოქას საბჭოთა გლამურის ხანა შეიძლება ვუწოდოთ. ქალები ქტიურად მოიხმარდნენ კოსმეტიკას, ხშირად მიმართავდნენ მკერავებს, რადგან თითქმის შეუძლებელი იყო მოდური და ლამაზი სამოსის შეძენა მაღაზიებში.

imageვარცხნილობების რეიტინგში ქიმიურ დახვევას პირველი ადგილი ეკავა, რადგან თვეობით ძლებდა და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებდა.

imageფიტნესით გატაცებამდე ჯერ კიდევ შორს იყო, თუმცა ხელმისაწვდომი იყო უფასო სპორტული სექციები და ქალები მათ ხშირად მიმართავდნენ ფორმის შესანარჩუნებლად.


5. 1980-იანი წლები

image80-იანებში სილამაზის ძველი სტანდარტების მსხვრევა მოხდა. ქვეყანაში ჟურნალმა Burda-მ და სხვა გერმანულმა კატალოგებმა შემოაღწიეს. სწორედ ეს ჟურნალები გახდა მაშინდელი საბჭოთა ქალების შთაგონების წყარო, ისინი ვარცხნილობებსაც და მაკიაჟსაც ამ ჟურნალებიდან აკოპირებდნენ. არავითარი ქალური კულულები და მინიმალისტური მაკიაჟი! ყველაფერი კაშკაშა უნდა ყოფილიყო.

imageimageმოდაში შემოვიდა ჯინსი, ვარცხნილობა “მალვინა" და თავისუფალი სტილი.

imageimage80-იანი წლების ბოლოს პირველი ფიტნეს-კლუბებიც გაიხსნა. მოდაში შემოვიდა სპორტული აღნაგობა, ვიწრო თეძოები და სავსე მკერდი.

0
226
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0