x
7 რამ ქალის გარდერობიდან, რაც მამაკაცებს სიგიჟემდე მოსწონთ
image


ქალის თანამედროვე მოდა მამაკაცებში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილს იწვევს. ფეხსაცმელები "ტანკეტკ" ძირზე მათთვის სასაცილოა, ტომრის მსგავსი ოვერსაიზები აღიზიანებთ, წითელ ჩრდილებს ქუთუთოებზე ვერ იტანენ. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მამაკაცებისთვის კი არა, სხვა ქალების გამო ვიცვამთ (ხალხური სიბრძნე!), არსებობს გამონაკლისებიც. მაშ ასე, რა ჩავიცვათ პაემანზე ან გასაუბრებაზე, რომ მამაკაცს მოვეწონოთ.


მომდგარი ქვედაბილო


გულში ჩავარდნის ას პროცენტიანი ხერხი ან სულაც მამაკაცის გონებაში დასამახსოვრებლად ( მაგალითად თუ ის მამაკაცი ბოსია) - არის სხეულის გამხდარი ფორმების გამომკვეთი კაბა. მაგრამ მანამ მაღაზიაში გაიქცევით ასეთი კაბის საყიდლად, დაიმახსოვრეთ რამდენიმე წესი: არანაირი თამამი პრარეზები. უარი თქვით ღრმა დეკოლტეზე და ძალიან გრძელ მინი ქვედაბოლოზე ( თორემ ძალიან მომდგარი კაბა ზევით დაიწყებს აჩაჩვას). საჭიროა, რომ ფორმალურად უმანკოდ გამოიყურებოდეთ - დაფარული მკერდი, მხრები და თეძოებიც დახურული, მთავარია გარედან თვალი ვერ მოგწყვიტონ.



ბლუზი ან კაბა ღია ზურგით


ზურგის დეკოლტე შედარებით ნაკლებად პროვოკაციულად გამოიყურება, ვიდრე მკერდის, ის ასევე გამოცანის შთაბეჭდილებას ტოვებს. იდეალური არჩევანია, როცა გინდათ მაქსიმალურად არავულგარულად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ. მაგრამ აქაცაა წესები. თუ ზურგს მთლიანად იშიშვლებთ, მაშინ უარი უნდა თქვათ ბიუსტჰალტერზე, "უჩინარ" სილიკონის ბრეტელებზეც კი უარი უნდა თქვათ, თორემ ეფექტს აუცილებლად გააფუჭებთ.


მინი- ქვედაბოლო


ამის გარეშე წარმოუდგენელიც კია. სტატისტიკურად, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ქალის სხეულის ყველაზე სექუალური ნაწილი ფეხებია. ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ ყოველთვის აქცევენ ყურადღებას მოკლე კაბებს და ქვედაბოლოებს.


კაცის თეთრი პერანგი


ალბათ შეამჩნევდით, რომ რომანტიკულ კომედიებში გოგონები ხშირად იცვამენ კაცის პერანგებს, ღამით, როგორც პიჟამოს და დღისით- ოფისში. სწორედ ამიტომ მამაკაცის გონებაში ჩამოყალიბდა სტერეოტიპები : ქალი+ დიდი თეთრი პერანგი = სექსუალურობა. პერანგის არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის თავისუფლად გქონდეთ და მამაკაცის პერანგს ჰგავდეს. რისი ყიდვაც ნამდვილად არ ღირს, მოკლე და ვიწრო პერანგია. რაც უფრო დიდია პერანგი, მით უფრო გამხდარი გამოჩნდებით. თუ გეშინიათ, რომ შეიძლება ქალურობა არ გამოჩნდეს, დაამატეთ მკვეთრი ფერის გულსაბნევი ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვით. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მამაკაცებს ძალიან მოსწონთ, ამაზე ახლა მოგიყვებით.


ფეხსაცმელები მაღალ ქუსლზე


მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს მამაკაცთა უმეტესობა სექსუალურად მიიჩნევს. შესაძლოა იმიტომ, რომ ასეთი ფეხსაცმელები სილუეტს უფრო მაღალს და ქალურს ხდის. მაგრამ მანამდე აუცილებლად საჭიროა მაღალქუსლიან ფეხსაცმლით სიარული ისწავლოთ. თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ მაღალ ქუსლზე, მაშინ უბრალოდ შეამცირეთ ქუსლის სიმაღლის ზომა. ასე უფრო ადვილად შეძლებთ სიარულის მანერის დახვეწას და როცა მიეჩვევით, მხოლოდ მაშინ გადადით ისევ მაღალ ქუსლიანებზე. მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარული საჭირო არაა: სახლიდან სამსახურამდე კომფორტული ფეხსაცმლით წადით, თან წაიღეთ მაღალქუსლიანი ფეხსახმელები და სამსახურის დაწყების წინ ან შეხვედრაზე წასვლამდე გამოიცვალეთ.


ჯინსები გამოკვეთილი წელით


როგორც ვიწრო კაბები, ტანზე მომდგარი ცისფერი ჯინსებიც ქალის გარდერობის კლასიკაა. მიუხედავად იმისა, რომ სტილისტები ირწმუნებიან, მოდა შეიცვალა და დროა მომდგარი შარვლების უფრო ფართე შარვლებით ჩანაცვლების, ყველასთვის ცნობილია, რომ მამაკაცებს ძალიან მოსწონთ ქალის ტანზე ვიწრო ჯინსები.


მამაკაცის ქუდი "შლიაპა"


მოულოდნელია, მაგრამ ასეა. დღესდღეისობით ქალები შლიაპით მამაკაცებს იზიდავენ. მთავარია, რომ ქუდი მამაკაცის სტილში აარჩიოთ, რადგან ქალის სტილის "შლიაპები" მათში რეტროს სტილის და ბებიების დროის ასოციაციებს იწვევს. გამონაკლისი მხოლოდ უზარმაზარი ხორცისფერი შლიაპები და ისიც მხოლოდ პლაჟისთვის. რაც შეეხება საქმიან შეხვედრებისთვის ან პაემანს გამოსასვლელ დღეებში, იდეალური ვარიანტია მამაკაცის თეთრი ქუდი შავი ლენტით. ხოლო ქუდის მოხდისას ეცადეთ თმა ზურგზე გაიშალოს, ეს მართლაც არაჩვეულებრივი დასამახსოვრებელი მომენტი იქნება კაცისთვის.






ასევე ნახეთ რა გვაქვს გარდერობში კოკო შანელის შექმნილი?


5 სტილის ფეხსაცმელი, რომელიც გარდერობში ყველა ქალს უნდა ჰქონდეს


ეს ნივთები ზღვის ჩანთაში აუცილებლად უნდა გედოთ


პლიუს ზომა მოდელი Cosmo-ს გარეკანზე


სად ისვენებენ Victoria's Secret-ის მოდელები მას შემდეგ, რაც ყოველწლიური ჩვენება გაუქმდა

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0