x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორ ჩაწერა Guns N' Roses-მა მანიაკი ჩარლზ მენსონის სიმღერა
imageზუსტად 50 წლის წინ 1969 წლის წლის 16 აგვისტოს პოლიციამ პირველად დააკავა მანიაკი ჩარლზ მენსონი და მისი "ოჯახის" წევრები(1969 წლის ოქტომბერში მეორედ და საბოლოოდ), რომლებმაც შემზარავი მასობრივი ჟლეტა მოაწყვეს 8-9 აგვისტოს კალიფორნიაში, ამ თარიღებთან დაკავშირებით უამრავი ანალიტიკური სტატიები იწერება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, თუმცა ჩვენ დღეს ჩარლზ მენსონს სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ:არშემდგარი კომპოზიტორი და მუსიკოსი.

image

დაკავებამდე ჩარლზ მენსონმა თავად ალბომის გამოცემა ვერ მოასწრო, თუმცა 1968 წელს ჯგუფმა The Beach Boys-მა ჩაწერა მენსონის ერთი სიმღერა «Never Learn Not to Love", ჯგუფი, ცნობილი მოვლენების გავრცელების შემდეგ ცდილობდა ამ სიმღერისგან დისტანცირებას.



მას შემდეგ, როდესაც მენსონი და მთელი მისი კლანი ციხეში ჩააყუდეს, ფსიქოპატის "მუსიკალური კარიერა" ერთბაშად წინ წავიდა, მაშინვე გამოიცა მისი ძველი ჩანაწერების ალბომი "Lie: The Love and Terror Cult", ციხეში ყოფნისას მენსონი შიგდაშიგ რაღაცეებს წერდა და აქვეყნებდა კიდეც.

imageფოტოზე:ჩარლზ მენსონის ალბომის "Lie: The Love and Terror Cult'-ის გარეკანი



კომპოზიცია «Look at Your Game, Girl» 1970 წლის ალბომის "Lie: The Love and Terror Cult"პირველი ტრეკი იყო, ხოლო 1993 წელს ჰარდ-როკერებმა Guns N' Roses-მა ეს სიმღერა საკუთარი ინტერპრეტაციით შეიტანა ალბომში «The Spaghetti Incident?», ჯგუფმა დამალა იგი, უკანასკნელ ტრეკად მიაბა და დისკის გარეკანზეც ინფორმაცია არ მიუთითა.(ჩაწერის იდეა აქსელ როუზს ეკუთვნოდა, რომელსაც ჯგუფის დანარჩენ წევრები საკმაოდ უხალისოდ დათანხმდნენ)

სკანდალმაც არ დააყოვნა, ქავერ-ვერსიაზე დიდი ხმაური ატყდა პრესაში და საზოგადოებაში, ჯგუფის ეს ნაბიჯი არავის მოეწონა, როგორც ჩანს როკერებსაც სწორედ ეს უნდოდათ და მიზანსაც მიაღწიეს, ჟურნალისტები და ფანები ყველაზე ძლიერ იმან გააცოფა, რომ საავტორო უფლება დაცული იყო. მენსონს, როგორც სიმღერის ავტორს ჰონორარი ჩაერიცხა.

თუმცა მენსონის სიმღერების ქავერები ამით არ სრულდება, 1994 წელს მერლინ მენსონმა ჩარლზ მენსონის ორი სიმღერა ჩაწერა «Sick City-ის ქავერ ვერსია, ხოლო "Mechanical Man» სემპლი კომპოზიცია My monkey -ში გამოიყენა.

იყვნენ კიდევ ჯგუფები, რომლებმაც მესონის სიმღერები საკუთარ რეპერტუარში შეიტანეს, მაგალითად:Redd Kross, The Lemonheads და The Brian Jonestown Massacre.

0
54
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0