x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე ცნობისმოყვარე ზოდიაქოს ნიშნები - შენ ხარ სიაში?

ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.


image



მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


თურმე ფაქტზე, რომ ადამიანი ძალიან ცნობისმოყვარეა, ზოგჯერ იმდენადაც კი, რომ გარშემომყოფებისთვის დისკომფორტის შემქმნელი იყოს, მისი ჰოროსკოპი ახდენს გავლენას. ასტროლოგები ამბობენ, რომ ამ 5 ნიშანს ეს თვისება - ცნობისმოყვარეობა, თანდაყოლილი აქვს.



image




მოდით ვნახოთ, რომელი 5 ნიშანია ყველაზე ცნობისმოყვარე.



1. მშვილდოსანი.


მათ არ შეუძლიათ ცხოვრება ახალი ინფორმაციის გარეშე, მუდმივად უნდა კვებონ ტვინი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი საერთო მორალური მდგომარეობა გაუარესდება. თუ აღმოაჩენთ, რომ გვერდით გყავთ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მეგობარი, ნუ შეგეშინდებათ, კარგი ანალიტიკური მონაცემების წყალობით, დაგეხმარებათ ნებისმიერი რთული ცხოვრებისეული სიტუაციის მოგვარებაში, თუ თქვენგან საკმარის ინფორმაციას მიიღებს.





2. მერწყული.


აბსოლუტურად უტაქტო და ამპარტავანია. მერწყული თვლის, რომ არანაირი ინფორმაციის, თუნდაც ხვალის გეგმების ან საყიდლების სიის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა არ შეიძლება. მათ შეუძლიათ იქექონ და იკითხონ თქვენი ამბები ან გარკვეული ინფორმაციები თქვენზე და ეს საქციელი მიიჩნიონ სრულიად ადეკვატურად.





3. ვერძი.


ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი არასოდეს შეაგროვებს ინფორმაციას ტყუილად, ის მას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს. გახსოვდეთ, რომ ვერძი არასდროს დაინტერესდება უსარგებლო ინფორმაციები.




4. ტყუპები.


ტყუპებს უყვარს მიღებული ამბავის სიმართლესთან დაკავშირება. ფლობს მშვენიერ ფანტაზიას და შეუძლია ბოლომდე გაურკვეველი და დეტალურად გაუხსნელი ამბისგან შეთხზას საოცარი ისტორია.




5. ქალწული.


ქალწული მუდმივად აგროვებს ინფორმაციას, რომ საკუთარი თავი თუ ცხოვრება სხვისას შეადაროს და შემდეგ კი ეცადოს გახდეს სხვაზე უკეთესი. მათი ცნობისმოყვარეობა ვერძის მსგავსია, თუმცა მათგან განსხვავებით, ქალწული სხვების პირად ცხოვრებასაც ეხება.





იხილეთ აგრეთვე:



ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები - შენ ხარ სიაში?image







image



2
479
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
479
  
19 აგვისტო, 2:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

16 აგვისტო, 13:44
საინტერესოა
0 1 2