x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გოიმური ფლეშმობით დასადგურებული კმაყოფილება - “იმედის“ ჟურნალისტების პროტესტი დაგვიანებულია“

image


ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება. გვარამიას შეფასებით, ჟურნალისტების პროტესტი დაგვიანებულია, ხოლო მათ მიერ დღეს გავრცელებული იდენტური ტექსტი სამარცხვინოა.

"ტელეკომპანია იმედში არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი (არც ჟურნალისტი, მათ შორის) ვინც ღიად, შესაბამისი ტექსტით და მათ ხელში არსებული მთავარი იარაღით - ეთერის მეშვეობით - დაგმობდა ღია ღალატს. იმაზე აღარც ვამბობ, რომ აქამდე არავინ არ შეიმჩნია, რაც მხოლოდ დეკონცენტრირებულად, მაგრამ ზუსტად იმ “ერთ-ერთი მთავარი ხაზით” ხდება ბოლო 7 წელია ამ არხზე.

ასეა ეს და, ბოდიში, მაგრამ მინიმუმ ზედმეტია კომპლიმენტები ამ, სიტუაციასთან შედარებით, სრულიად სამარცხვინოდ წყალწყალა, ვიღაცის დაწერილი და ისიც საზოგადოებრივი აღშფოთებისთვის დიდი დაგვიანებით ხარკად გადახდილი ტექსტისთვის.

მძიმედ სანახავია, გაბუნიას მიერ უხამსი, არაეთიკური, გულისამრევი მაგრამ მაინც პუტინის დედის გინების გამო საბოდიშოდ გამომდგარი პატრიოტული არხის ჩაქოლვა საზოგადოების მიერ და, მეორეს მხრივ, ღიად ქვეყნის ინტერესების მოღალატე არხის ჟურნალისტების გაუგებარი ტექსტებით გამართული რუსულად გოიმური ფლეშმობით დასადგურებული კმაყოფილება.

ესაა ეს ქვეყანა: პატრიოტს ფეხის დაცდენას არ პატიობენ, ღალატის თანამონაწილეებზე (ირიბს თუ ღიას, მაგრამ გააზრებულს, ნებისმიერ შემთხვევაში) პატიების უდაბლესი სტანდარტია.

ps რაც შეეხება, “რო წავიდეს, შვილებს რა აჭამოს” არგუმენტს: შვილებისთვის საჭმლის ჭმევის ქვისგამხეთქავი არგუმენტით ხელმძღვანელობდა, ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს ისტორიაში კოლაბორაციონისტების 99%. აბა სამშობლოს დაზიანების და მტრისთვის გადაცემის ინტერესი მარტო ავადმყოფ 1%ს აქვს"-წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედის" 10-ზე მეტმა თანამსრომელმა მსგავსი ტექსტის სტატუსები გაავრცელა, სადაც ისინი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ფილმს ემიჯნებიან.

“იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ლალიაშვილი აცხადებს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის.

0
202
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0