კულტურა მენტავაი-ერთადერთი ხალხი მსოფლიოში,სადაც ცოლ-ქმრული ღალატი მიღებულია 2019, 16 აგვისტო, 8:58 ინდონეზიის ერთ-ერთ პროვინციაში ცხოვრობს მენტავაის ხალხი, რომლებიც დასავლეთ სუმატრაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი ტომია.ისინი მიჩვეულები არიან ყველაფერს რაც მის გარშემოა "სული ჩაუდგან." მენტავაი სანამ სანადიროდ წავა, ლოცულობს, ყვავილს ან სხვა ნებისმიერ მცენარეს კი პატიებას სთხოვს სანამ მოწყვიტავს. ისინი ბამბუკისგან აგებულ ქოხებში ცხოვრობენ, რომელსაც უმა ეწოდება, მამაკაცები თეძოებზე შემოხვეულ წინსაფარს ატარებენ, ხოლო ქალები წელზე შემოხვეულ ქსოვილს. 20 წლის ასაკის მიღწევისთანვე იკეთებენ ტატუს.ხანდახან ეს პროცესი თვეობით მიმდინარეობს, სანამ მთელი სხეული ტატუებით არ დაიფარება.ჩვეულებრივ ტატუები ადამიანის სტატუსს და სოციალურ მდგომაროებას განსაზღვრავს. ქალები კი კბილებს ილესავენ, სამკუთხა ფორმას აძლევენ, მათი აზრით ასე უფრო მიმზიდველები არიან მამაკაცებისთვის. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები საკმაოდ ადრიან ასაკიდან იწყებენ ურთიერთობას, ცხოვრობენ ერთად, რა დროსაც უფროსი თაობა კი არ უშლის ხელს, პირიქით წამახალისებელად მოქმედებს მათზე, მაგრამ ახალგაზრდებს თუ გაუჩნდათ ბავშვი, მათ უკვე ზრდის არა მშობლები, არამედ არამედ პაპა-ბებია, მენატავაის კანონის მიხედვით დაუქორწინებელ წყვილს არა აქვს ბავშვის გაზრდის უფლება.
როდესაც მამაკაცი 40 წლის ხდება უფლება აქვს აიშენოს ცალკე ქოხი და გადავიდეს იქ ოჯახთან ერთად, სადაც ოჯახის უფროსი მომავალ თაობას ასწავლის ნადირობას, მიწათმოქმედებას .ბამბუკის ქოხი შემდგომ მემკვიდროებით გადაეცემა უფროს ვაჟს.მსგავს ქოხში ტრადიციულად 30-40 სული ცხოვრობს.
ოჯახის უფროსს უფლება აქვს სხვა ქალი მოყვანოს სახლში და მასთან დაწვეს, ცოლი არ აპროტესტებს ქმრის ასეთ საქციელს, ხოლო ერთი პირობით-ოჯახი არ უნდა დაანგრიოს, ანუ ცოლი არ უნდა მიატოვოს.იგივე ვრცელდება ქალზეც.
მენტავაის ტომის მოსახლოებას( 40 000 ადამიანი)საკუთარი მენტავაირ ენაზე საუბრობს (ავსტრონეზიული ენების ჯგუფი), რელიგია ადგილობრივია და ნაწილობრივ გავრცელებული პროტესტანტიზმი.
752 5-ს მოსწონს
|