x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მენტავაი-ერთადერთი ხალხი მსოფლიოში,სადაც ცოლ-ქმრული ღალატი მიღებულია

image


ინდონეზიის ერთ-ერთ პროვინციაში ცხოვრობს მენტავაის ხალხი, რომლებიც დასავლეთ სუმატრაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი ტომია.ისინი მიჩვეულები არიან ყველაფერს რაც მის გარშემოა "სული ჩაუდგან."


მენტავაი სანამ სანადიროდ წავა, ლოცულობს, ყვავილს ან სხვა ნებისმიერ მცენარეს კი პატიებას სთხოვს სანამ მოწყვიტავს.



ისინი ბამბუკისგან აგებულ ქოხებში ცხოვრობენ, რომელსაც უმა ეწოდება, მამაკაცები თეძოებზე შემოხვეულ წინსაფარს ატარებენ, ხოლო ქალები წელზე შემოხვეულ ქსოვილს.

image

20 წლის ასაკის მიღწევისთანვე იკეთებენ ტატუს.ხანდახან ეს პროცესი თვეობით მიმდინარეობს, სანამ მთელი სხეული ტატუებით არ დაიფარება.ჩვეულებრივ ტატუები ადამიანის სტატუსს და სოციალურ მდგომაროებას განსაზღვრავს.

image

ქალები კი კბილებს ილესავენ, სამკუთხა ფორმას აძლევენ, მათი აზრით ასე უფრო მიმზიდველები არიან მამაკაცებისთვის.

image

ახალგაზრდა გოგო-ბიჭები საკმაოდ ადრიან ასაკიდან იწყებენ ურთიერთობას, ცხოვრობენ ერთად, რა დროსაც უფროსი თაობა კი არ უშლის ხელს, პირიქით წამახალისებელად მოქმედებს მათზე, მაგრამ ახალგაზრდებს თუ გაუჩნდათ ბავშვი, მათ უკვე ზრდის არა მშობლები, არამედ არამედ პაპა-ბებია, მენატავაის კანონის მიხედვით დაუქორწინებელ წყვილს არა აქვს ბავშვის გაზრდის უფლება.
image
როდესაც მამაკაცი 40 წლის ხდება უფლება აქვს აიშენოს ცალკე ქოხი და გადავიდეს იქ ოჯახთან ერთად, სადაც ოჯახის უფროსი მომავალ თაობას ასწავლის ნადირობას, მიწათმოქმედებას .ბამბუკის ქოხი შემდგომ მემკვიდროებით გადაეცემა უფროს ვაჟს.მსგავს ქოხში ტრადიციულად 30-40 სული ცხოვრობს.
image
ოჯახის უფროსს უფლება აქვს სხვა ქალი მოყვანოს სახლში და მასთან დაწვეს, ცოლი არ აპროტესტებს ქმრის ასეთ საქციელს, ხოლო ერთი პირობით-ოჯახი არ უნდა დაანგრიოს, ანუ ცოლი არ უნდა მიატოვოს.იგივე ვრცელდება ქალზეც.
image
მენტავაის ტომის მოსახლოებას( 40 000 ადამიანი)საკუთარი მენტავაირ ენაზე საუბრობს (ავსტრონეზიული ენების ჯგუფი), რელიგია ადგილობრივია და ნაწილობრივ გავრცელებული პროტესტანტიზმი.
image
0
634
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0