x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მღვდელი, რომელმაც 1 წლის ბავშვი მონათლა ეკლესიიდან დაითხოვეს (ვიდეო)
image

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა ქალაქ გატჩინაში, (ლენინგრადის ოლქი, რუსეთი)ვიდეოში, რომელიც ინტენრეტით გავრცელდა და მომხმარებელთა შოკირება გამოიწვია.

1 წლის ბავშვის მონათვლის დროს მღვდელი საკმაოდ უხეშად ეპყრობა პატარას, რამაც დედის ისტერიკა გამოიწვია, მღვდელი არ რეაგირებს დედის თხოვნაზე და განაგრძობს რიტუალს.ამის შემდეგ ბავშვის დედამ მამაო ფოტიას პოლიციაში უჩივლა.


როგორც გაირკვა, იღუმენ ფოტიაზე ადრეც იყო საჩივრები შემოსული, თვითონ მამაო ამტკიცებს, რომ არაფერი საშინელება არ მომხდარა, ნათლობის დროს ბავშვის ტირილი ბუნებრივია.



"არც იხრჩობოდა, არც თავი მივარტყმევინე, სამჯერ უნდა ჩამეყვინთებინა წყალში"-აღნიშნა მამაო ფოტიამ.

image

დედა ამასობაში აღნიშნავს, რომ ბიჭუნას სხეულზე ჩალურჯებები აღენიშნება და ეს რამდენიმე დღეა ბავშვს წყლის პანიკური შიში დასჩემდა.

ფოტია და ბავშვის დედა საბოლოოდ შერიგდნენ ქრისტიანულად, თუმცა ორივე საკუთარ მოსაზრებაზე დარჩა.

image

მამაო ფოტია, რომელიც აგერ უკვე 25 წელია ბავშვებს ნათლავს, ერთი წლით ჩამოაშორეს საეკელესიო მსახურებას, ამ ერთი წლის განმავლობაში მას ეკრძალება ანაფორის და ჯვრის ტარება, აგრეთვე ყოველგვარი რელიგიური რიტუალის შესრულება.


0
1063
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1063
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0