x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ფლავონოიდები -კიბოსგან დამცავი ეფექტური საშუალება
image


პროდუქტები, რომელიც ფლავნოიდებს შეიცავენ ამცირებს კიბოს განვითარებას მწველებში და მსმელ ადამიანებში.ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები ავსტრალიიდან და დანიიდან.კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, იუწყება Science Daily


კვლევის დროს სპეციალისტებმა შეისწავლეს 56 000 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა 23 წლის განმავლობაში, აქედან დაფიქსირდა 14 ათასი სიკვდილის შემთხვევა, აღმოჩნდა, რომ ფლავონოიდების ანუ მცენარეული პოლიფენოლების მიღება დღეში 500 მილიგრამის ოდენობით უკუპროპორციულია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და კიბოთი.განსაკუთრებით მარგებელია ფლავომოიდები მწველებისთის და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისთვის.



დაადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ მოიხმარდნენ ზომიერად მაღალი რაოდენობით ფლავონოიდებით მდიდარ საკვებს, ეს იქნებოდა მცენარეული თუ სასმელი, კიბოს ან გულის დაავადებებისგან ნაკლებად იღუპებოდნენ.




”ეს დასკვნები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხაზს უსვამენ კიბოს და გულის დაავადებების თავიდან აცილების პოტენციალს, ფლავონოიდებით მდიდარი საკვებით მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მაღალი რისკის მქონე ადამიანებში”-აღნიშნა დოქტორმა ნიკოლო ბონდონომ( Nicola Bondonno)

მაინც რამდენი დღეში?

" ერთი ჭიქა მწვანე ჩაი, ერთი ვაშლი, ერთი ფორთოხალი, 100 გრ მოცვი და 100 გ. ბროკოლი უზრუნველყოფს ფლავონოიდური ნაერთების ფართო სპექტრს და მთლიანობაში ფლავონოიდების 500 მგ მეტ რაოდენობას. "-დასძენს ნიკოლო ბონდონო.


დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს შეიცავს მწვანე ჩაი, ციტრუსები, მუქი შოკოლადი(70% კაკაოთი), წითელი ღვინო, ხახვი და სხვა.ფალავონოიდებს P ვიტამინის აქტივობა გააჩნია.

0
126
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0