x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სოც.ქსელის მომხმარებლები წერენ რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად ფილმებში
სანამ რეჟისორები ფილმების გადაღებით არიან დაკავებულნი, მაყურებლები მათ ადრინდელ ნამუშევრებს განიხილავენ და ზოგიერთს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ. ალბათ, ნაცნობი მომენტია, როცა ფილმს უყურებთ და რომელიმე ეპიზოდი ან რეჟისორის ჩანაფიქრი გაღიზიანებთ. როგორც აღმოჩნდა, ასეთი მაყურებელი არც თუ ისე ცოტაა. გთავაზობთ ციტატებს სოციალური ქსელებიდან, თუ რა აღიზიანებს მაყურებელს ყველაზე მეტად ფილმებში:

image

1“შეუძლიათ ტყვია დამოუკიდებლად ამოიღონ ჭრილობიდან დანით, ნარკოზის გარეშე. ჭრილობა კი 5 წუთის მერე უკვე შეხორცებულია. ან მე-4 სართულიდან ვარდებიან, შემდეგ კი ისე წამოხტებიან, თითქოს არაფერი და საქმეზე გარბიან!"


2.“მაცოფებს, როცა მიუზიკლებში სიმღერებს ახმოვანებენ და უილ სმიტის ნაცვლად ჩუმაკოვს ვუსმენ. ჯანდაბა, დიდი მადლობა!"



3.“მოდი, გავიყოთ, რომ უფრო ადვილად დაგვხოცონ"-აი, ეს მაცოფებს!


4.“არ მიყვარს როცა ვხედავ, თუ როგორ კოტრიალობენ ლოგინზე ფეხსაცმლით. ცოტა ხნის წინ ვისწავლე, რომ ყურადღება აღარ მივაქციო იმ ფაქტს, რომ ფილმებში ხელებს თითქმის არავინ იბანს."


5. “არ მიყვარს, როცა რომანტიკულ ეპიზოდებს არასაჭირო მომენტებში რთავენ. მაგალითად, შესანიშნავი ფილმია წყალქვეშა ნავის ეკიპაჟზე-“მგლის ძახილი" და მთელ ეკრანზე ჩანს სითხეები გაცვლა.რატომ?"


6.“როცა ფილმებში ხალხი “შემთხვევით" სინქრონულად ცეკვას იწყებს"


7.“მაცოფებს, როცა სხვა ფილმებზე იცინიან და ამბობენ-“ჩვენ ხომ კინოში არ ვართ?"-აბა სად ხართ?!"


8.“მაცოფებს, რომ ქალი ყოველთვის გადარჩება ხოლმე საშინელებათა ფილმებში, მაშინაც კი თუ ალიგატორმა სამჯერ დაკბინა და დინოზავრმა ხელი მოაგლიჯა"


9.“სტერეოტიპი, რომ ქალები ყოველთვის კივიან და მძიმედ სუნთქავენ, გადმოკარკლული თვალებით!"


10.“როცა სკოლის მოსწავლეები 30+ გამოიყურებიან, მე კი 26 წლის ვარ და დღემდე უარს მეუბნებიან მომსახურებაზე ალკოჰოლის მაღაზიაში.კოლეჯის დამლაგებლებიც კი ახალგაზრდები და ლამაზები არიან, მომხიბვლელი ღიმილით."

image

11.“როცა მთავარი გმირი რაღაც სირთულეს დაძლევს, ეპიკური მუსიკა ისმის და ირგვლივ ყველაფერი ნელდება."


12.“მთავარი გმირი ბევრჯერ აუხსნელი მიზეზებით გადაურჩება სიკვდილს, მაშინ, როცა სხვები იხოცებიან. ზოგჯერ კი, დრამატიზმისთის, მშობლებს და ახლო მეგობრებს უკლავენ, რომ მისდამი თანაგრძნობა გამოიწვიონ."


13.“როცა ხმა გამოსახულებას არ შეეფერება. მაგალითად, ახმოვანებენ როგორ მიფრინავს ხომალდი კოსმოსში, თუმცა, ეს შეუძლებელია, რადგან ვაკუუმში ხმა არ ისმის."


14.“მთავარი გმირის პარტნიორი ქალი ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითაა და არსად ეცემა, თუნდაც ცათამბჯენი ინგრეოდეს. და კიდევ, ქვეყნის აღსასრულიც რომ გადაიტანოს, მაინც უბადლო ვარცხნილობა და მაკიაჟი აქვს და არც სამოსი ესვრება."

image

15.“ძალიან მაღიზიანებს, როცა წიგნსა თუ სვა პირველწყაროში მთვარი გმირი სულ სხვანაირია, რეჟისორი კი მის საწინააღმდეგოს გვთავაზობს."

image

16.“მაცოფებს, როცა ფილმის შუაში პერსონაჟი ჩნდება არსაიდან, მთავარ გმირებს გადაარჩენს და მერე ისევ უკვალოდ ქრება."



0
386
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0