x
image
Lerato
იცით, ვისკი რამდენ დაავადებას კურნავს?

ვისკი – ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ლიდერის პოზიციას იკავებს ძლიერი ალკოჰოლური სასმელების ჩამონათვალში. ესოდენ დიდი პოპულარობა ნაწილობრივ განპირობებულია სახეობების, სხვადასხვა დანამატების, ნაერთების მრავალფეროვნებით კანადური და ირლანდიური ვისკიდან დაწყებული ტენესური ბურბონით დამთავრებული. ყოველივე ამას დაუმატეთ ის ფაქტი, რომ ვისკის უამრავი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისება გააჩნია, სავარაუდოდ სწორედ ამით აიხსნება, რომ მას ალკოჰოლური სასმელების მეფედ თვლიან.


image


ვისკის სამკურნალო თვისებები:


ხელს უშლის წონის მატებას– შეიცავს 0% ცხიმებს, 0% ქოლესტერინს, მასში შემავალ ნახშირწყლებსა და კალორიებს რაც შეეხება, ძალიან სწრაფად იშლება. ვისკი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ხელს უშლის ჭარბი რაოდენობის საკვების მიღებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას.


აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისიტემის ფუნქციონირებას – ადუნებს რა სისხლძარღვების კედლებს, ამით ხელს უშლის მათში ქოლესტერინის დაგროვებას. ამას გარდა, ანტიოქსიდანტები, რომელსაც ვისკი შეიცავს, გულის შეტევის და ინსულტის რისკებს ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის შემცირების ხარჯზე, მაშინ როდესაც "კარგი " ქოლესტერინის დონე (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) იზრდება.


ამცირებს ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს


ვისკი უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს ვიდრე წითელი ღვინო. ამასთან, ამ სასმელში ელაგის მჟავა აღმოაჩინეს რომელიც ხელს უშლის დნმ-ის კავშირს სიმსივნურ უჯრედებთან. ის ასევე იცავს ორგანიზმს ქიმიოთერაპიის მავნე ზემოქმედებისგან.


დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე და აუმჯობესებს მეხსიერებას

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ანტიოქსიდანტი ტვინის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, აუმჯობესებს რა სისხლის მიმოქცევას. აღმოჩენილია კავშირი ვისკის გამოყენებასა და ალცჰეიმერის დაავადების რისკის შემცირებას შორის. თუმცა, ამ პროცესის უფრო სიღრმისეულად შესწავლისთვის, საჭიროა კიდევ სხვა კვლევების განხორციელებაც.


ვისკი ეხმარება სტრესისა და დაღლილობის მოხსნას, ადუნებს კუნთებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ამ სასმელის მიღება, შაქრის დაბალი შემცველობის გამო, დასაშვებია დიაბეტით დაავადებულთათვის. მისი მოხმარება არ ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს. ვისკი ასევე აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს არეგულიროს ინსულინისა და გლუკოზის დონე.


და ბოლოს, გაითვალისწინეთ რომ ვისკის ნებისმიერი სამკურნალო თვისების ეფექტურობის გასაღები, მის ზომიერ და გონივრულ მიღებაში მდგომარეობს!


ასევე დაგაინტერესებთ:



Suntory ვისკის საოცრად ლამაზი 24 ყინულის ფიგურა


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


ერთი ჭიქა ღვინო თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად


10 ყველაზე ძვირადღირებული არაყი მსოფლიოში


ფიქრობთ, რომ სწორედ იკვებებით? 5 შეცდომა, რომელსაც ჯანსაღი კვების დროს უშვებთ


15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის


იცოდით ეს ფაქტები ნესვის შესახებ? რატომ უნდა მიიღონ ის განსაკუთრებით ბავშვებმა?



1
459
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
459
  
2019, 15 აგვისტო, 12:10
როგორც ყოველთვის საინტერესოა.
პ.ს
ვისკი მომატებული რადიაციის ფონზე ვისკის ზომიერად მოხმარება ორგანიზმის მედეგობას რადიაციის მიმართ აძლიერებს-ავტრიელი მეცნიერების კვლევების დასკვნა!
0 1 1