x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
შამბალას ძიებაში - მესამე რეიხის საიდუმლო ოკულტური ორდენის ისტორია
სადღაც შორს, ჰიმალაის მთებში მდებარეობს იდუმალი ქვეყანა - შამბალა. მის მიწისქვეშა ლაბირინთებში ცხოვრობენ უკანასკნელი დედამიწელები-მემკვიდრეები უმაღლესი ცივილიზაციისა, რომელიც ოდესღაც ყვაოდა ჩვენს მრავალტანჯულ დედამიწაზე. ისინი სუპერცოდნას ფლობენ მედიცინაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. ტიბეტური მედიცინა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, მედიტაცია და ლევიტაცია, ანტიგრავიტაცია და კავშირი პარალულერ სამყაროებთან-ყველაფერი შამბალადან იღებს სათავეს...




image



დიახ, ეს ლეგენდა უკვე მრავალი ასეული წლის მანძილზე აფორიაქებს ადამიანების წარმოსახვას. დროდადრო ჩნდებოდა საკმაოდ სერიოზული მეცნიერული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეს ზღაპრული, ლეგენდარული ქვეყანა მართლაც არსებობს. გასული საუკუნის დასაწყისში ევროპაში ნამდვილი "შამბალის ბუმი'' დაიწყო. პრესაში გავრცელდა სენსაციური ჩანაწერები, რომლის ავტორებიც იყვნენ ელენე და ნიკოლა რერიხები, ალექსანდრ დევიდ-ნოელი, ელენ ბლავატსკი. მათ ტიბეტში იმოგზაურეს და იქედან დაბრუნებულები ერთხმად ამტკიცებდბნენ, რომ ჰიმალაის ძნელადმისაღწევ ადგილებში წააწყდნენ ამ იდუმალ მიწისქვეშა ქვეყანას, სადაც ცხოვრობდნენ ზეადამიანები, რომლებმაც იციან ყველაფერი და რომლებიც ამ იდუმალი ქალაქიდან თუ ქვეყნიდან მართავენ დედამიწის ისტორიას.


სერიოზული მეცნიერები "შამბალომანიას" საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა ყოველთვის მოიძებნებოდნენ მისტიკისადმი მეგობრულად განწყობილი ადამიანები, რომლებსაც სწამდათ ზებუნებრივი ძალების არსებობის, მაგრამ თუ ასეთი ადამიანის ხელში მისტიკასთან ერთად ძალაუფლება და დიდი ფულიც აღმოჩნდებოდა, საქმე უკვე საკმაოდ სერიოზულ სახეს იღებდა.


ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც ჩაფლული იყო მისტიკაში და ღრმად სწამდა შამბალას არსებობის, იყო ადოლფ შიკლგრუბერი. მანამ, სანამ ის ყველასათვის უცნობი მხატვარი იყო, ოკულტიზმისადმი იდუმალი მისწრაფება მხოლოდ მის სულში იყო დამალული და გარეთ გამოხეთქვას არ აპირებდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ რამდენიმე ნახატი, რომლებშიც აშკარად შეიმჩნეოდა ავტორის მისწრაფება მისტიკასა და ოკულტიზმისადმი, მაგრამ როგორც კი ყოფილი ეფრეიტორი ადოლფ ჰიტლერად გადაიქცა, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი...


image


დღესდღეობით ითვლება, რომ ფაშიზმის იდეოლოგიას საფუძველი ჩაუყარა საიდუმლო საზოგადოებებმა ნაცისტური სახელმწიფოს წარმოშობამდე ბევრად უფრო ადრე, მაგრამ ეს მსოფლხედველობა აქტიურ ძალად იქცა პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ..

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ახლო და შორეულ აღმოსავლეთში ხანგძლივ მოგზაურობაში იმყოფებოდა ბენედიქტელთა მონასტრის წინამძღვარი თეოდორ ჰაგენი. ამ მოგზაურობის მიზანი იყო ეზოთერული ცოდნის მოპოვება, რომელიც გამოიყენებოდა თვით ამ ორდენის შექმნისას, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიკარგა. ჰაგენმა უკან დაბრუნებისას თან ჩაიტანა უძველესი მანუსკრიპტების დიდი რაოდენობა, რომელთა შინაარსი ამოუხსნელი რჩებოდა. წინამძღვარმა ადგილობრივ ხელოსნებს შეკვეთა მისცა ახალი ბარელიეფის დამზადებაზე, რომელთა საფუძველი იყო სვასტიკა - მსოფლიოს წრიული ბრუნვის უძველესი წარმართული ნიშანი (საინტერესო დამთხვევა: ლამბახის მონასტრის კედელზე სვასტიკის გამოჩენის პერიოდში მათ გუნდში გალობდა ერთი ბიჭუნა, სახელად ადოლფ შიკლგრუბერი).



image



დავუბრუნდეთ XX საუკუნის 30-იან წლებს: ჰიტლერს თავი ზეადამიანად მიაჩნდა. რა თქმა უნდა, მას სურდა სხვა "ზეადამიანების" მოძებნა, რათა გაეგო მათი იდუმალი მეთოდები მსოფლიოს მართვისა. ფიურერის ბრძანებით, აბსოლუტურად გასაიდუმლოებულ ვითარებაში, ჰიმლერის უწყებაში შეიქმნა ზესაიდუმოლო დახურული ინსტიტური "ანენერბე" ( Ahnenerbe ), რაც თარგმანში ნიშნავს"მემკვიდრეობას". ინსტიტუტის ფილიალების ასობით მეცნიერ-თანამშრომელს უნდა შეესწავლა ამოუცნობი ფენომენები-ნათელმხილველობოდან დაწყებული აზრების გადაცემით და ჰიპნოზით დამთავრებული და ეს ცოდნა უნდა ჩამდგარიყო მესამე რეიხის სამსახურში.



image


ამბობდნენ, რომ ჰიტლერს ხშირად უყვარდა გახსენება ლეგენდარული გრაალის თასისა, რომელიც სამყაროზე ძალაუფლების მომნიჭებელი იყო. ფიურერი მასში ხედავდა არა მხოლოდ უბრალო, ლამაზ ლეგენდას. ის არ გამორიცხავდა, რომ გრაალი არის ქვა რუნიკული წარწერებით, რომელიც შეიცავს არაადამიანურ, არამიწიერ დაკარგულ ცოდნას. მოგვიანებით ესესელებმა გრაალის თასის აქტიური ძებნაც კი დაიწყეს. ერთხელ ხმა გავრცელდა, თითქოსდა იპოვეს კიდეც თასი, მაგრამ ეს თეორია ფაქტებით არ დადასტურდა. ამ ექსპედიციას ფიურერის ერთგული ადამიანი ოტო რანი ხელმძღვანელობდა, რომელიც 1938 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.



image



და მაინც, ფიურერის ძირითადი და მთავარი ოცნება იყო საიდუმლო ქვეყნის-შამბალას პოვნა. ის ამისთვის არანაირ ძალებს და ფულს არ იშურებდა. ჰიტლერს განსაკუთებით აგულიანებდა ანენერბეს თანამშრომელი შტურმბანფიურერი ერნსტ შეფერი. ის ნამყოფი იყო ტიბეტსა და ნეპალში და იქედან ჩამოტანილი ჰქონდა ტიბეტური ხელნაწერები. მათ გაშიფვრასა და გადათარგმნაზე მუშაობდა ანენერბეს უზარმაზარი განყოფილება. სწორედ შეფერს ანდო ჰიტლერმა ტიბეტში საიდუმლო ექსპედიცისს ორგანიზება და და შამბალას მოძებნა.

1938 წელი იდგა. ევროპაში მოსალოდნელი ომის სუნი ტრიალებდა. გერმანიის შეაარაღებული ძალები არნახული სისწრაფით იზრდებოდა. შეიქმნა სახიფათო სამკუთხედი: ბერლინი-რომი-ტოკიო. საჭირო გახდა საიმედო კავშირის დამყარება მოკავშირეებს შორის. სწორედ ამ დროს ჩავიდა ტიბეტში შეფერის მორიგი "სამეცნიერო ექსპედიცია". მისი ოფიციალური მიზანი - შამბალას მოძებნა იყო.

რადგან ზემაღალი ცივილიზაციის ადამიანები ერთმანეთს, სავარაუდოდ, რადიოტალღების მეშვეობით ელაპარაკებიან, ბუნებრივია, რომ საჭირო გახდა ექსპედიციაში რადისტების და ინჟინრების ჩართვა. ისინი შეიარაღებული იყვნენ რადიოგადამცემებით, რადარებით, ხმის ჩამწერი, სიხშირის საზომი და სხვა უამრავი აპარატურით.

ეყრდნობოდა რა ბუდიზმში გერმანელი სპეციალისტის ალბერტ გრიუნვედელის შრომებს, შეფერმა თავისი გუნდი კანჩენჯანგუს მთისკენ წაიყვანა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწორედ ამ მთის ძირში იყო შამბალას ერთ-ერთი შესასვლელი. იმავდროულად ნეპალში ჩამოდის ინგლისელი ალპინისტების ჯგუფი- მათი მიზანი კანჩენჯანგუს მთაზე ასვლაა. უცნაური იყო მხოლოდ ის, რომ ინგლისელი მთამსვლელები ერთმანეთში რატომღაც გერმანულად ლაპარაკობდნენ.



image



მთის ძირში ეს ორი ექსპედიცია გაერთიანდა. დაიწყო ასვლა. თუმცა გამოცდილ მთამსვლელს ნამდვილად გააკვირვებდა ის აღჭურვილობა, რომელიც "ინგლისელ ალპინისტებს'' თან ჰქონდათ. თოკებისა და ალპენშოტების გარდა იქ მრავალ უცნაური ხელსაწყოსა და მოწყობილობას ნახავდით. ნეტავ რაში სჭირდებოდათ ალპინისტებს უზარმაზარი ასაწყობი პროპელერი ან ძლიერი აკუმულატორები? - 1938 წელი მზის არამდგარდი მდგომარეობით გამოირჩეოდა. ამ პირობებში შორეული რადიოკავშირის ამოქმედება საკმაოდ რთული და არასაიმედო იყო. ბერლინს კი სჭირდებოდა გამუდმებით მიეღო და გადაეცა ინფორმაცია ტოკიოში არსებული გერმანიის საელჩოსთვის. წინ ხომ დიადი საქმეები და მსოფლიოზე მბრძანებლობის გეგმის განხორციელება იყო. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ინფორმაციის გადაცემა ესტაფეტით 3-4 პუნქტის გავლით, თუმცა აბვერმა და მესამე რეიხმა კარგად იცოდა, რომ მომავალი მოწინააღმდეგის რადიოდაზვერვა შესანიშნავად მუშაობდა. საჭირო იყო სხვა გზის პოვნა... და მათ ის იპოვეს.

ჰიმალაის მთებში, მიუვალ ადგილას, ''სამყაროს მწვერვალზე'' გადაწყვიტეს გერმანელებმა ავტომატური რადიორეტრანსლატორის დადგმა. ტექნიკური მხრიდან ეს არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ როგორ აეტანათ ყველასაგან მალულად უზარმაზარი ტრანსფორმატორი იმ სიმაღლეზე?

სწორედ აქ გამოადგათ გერმენელებს ანენერბე ..რა შეიძლება იყოს სამეცნიერო ძიებაზე უფრო უწყინარი?-არც არაფერი. ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი ეჭვი არ გასჩენია: ლხასა და კატმანდუ უპრობლემოდ დათანხმდა. ალპინისტებმა შეძლეს კანჩენჯანგუს ერთ-ერთ მწვერვალზე ასვლა და რადიოაპარატურის კონტეინერების ატანა. აღმართეს ანტენები, მის გვერდით კი დაამაგრეს ქარის ენერგიაზე მომუშავე საავიაციო პროპელერი. ეს მოწყობილობა ავტომატურ რეჟიმში მუშაობდა. სპეციალური ყინვაგამძლე აკუმულატორები კი უზრუნველყოფდნენ მოწყობილობის მუშაობას უქარო ამინდში, თუმცა იქაურ მთებში შტილი და წყნარი, უქარო ამინდი ფაქტიურად არ არსებობს.

რა თქმა უნდა, მიღებული იქნა უსაფრთხოების ზომებიც-რადიორეტრანსლატორის ირგვლივ შემოვლებული იქნა დანაღმვის ორმაგი რგოლი. რეტრანსლატორთან მიახლოების ნებსმიერი მცდელობა მრავალჯერად აფეთქებას გამოიწვევდა. გარდა იმისა, რომ მთელი აპარატურა განადგურდებოდა, აფეთქებით გამოწვეული ძლიერი ზვავი ადამიანის მოქმედების ყოველივე კვალს მრავალკილომეტრიან უფსკრულში ჩანთქავდა.



image



შეასრულეს რა თავიანთი შავბნელი საქმე, ''ინგლისელები'' ჩამოვიდნენ მთიდან და განაგრძეს შამბალის ძებნა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ადგილობრივი ხელისუფლება შეაშფოთა იმან, რომ ძალიან გააქტიურდა მეცნიერებისა და მთამსვლელების მოძრაობა კანჩენჯანგუს მთასთან. მათ მიიღეს განსაკუთრებული ზომები: გადაკეტეს ტიბეტსა და ნეპალთან მისასვლელი ყველა გზა, მაგრამ მთები მაინც მთებია... არსებობს ინფორმაცია, რომ ვიღაც მთამსვლელებმა მაინც დაიპყრეს მთის მწვერვალი 1942 წლის ზაფხულში. სავარაუდოდ, მათ მთაზე ასვლა განახორციელეს მოწყობილობის პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით.

და შამბალა? სად წავიდა ეს იდუმალი ქვეყანა?-არც არსად. რა თქმა უნდა, ხელნაწერებმა, ჟამთააღწერამ და ბუდისტი ბერების ფილოსოფიურმა ნაშრომებმა, რომლებიც შეფერმა ტიბეტის მონასტრებიდან წამოიღო, ბევრი რამ მისცა მეცნიერებას. ომის შემდგომ ანენერბეს არქივები სსრკ-სა და აშშ-ში აღმოჩნდა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ძირეულად შესწავლის საგანი გახდა. ანენერბეს ბევრი ყოფილი თანამშრომელი იძულებული გახდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დამალულიყო. მათი ნაწილი სამხრეთ ამერიკაში აღმოჩნდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩილეში პინოჩეტის მმართველობის პერიოდში სპეცსამსახურების მიერ ტარდებოდა ცდები პატიმრებზე და ბევრჯერ ამ ექსპერიმენტების ადგილი იყო თვალს მოფარებული გერმანელთა კოლონია, სადაც ბევრი, როგორც ძველი, ისე ახალი თაობის ნაცისტი ცხოვრობდა.

როგორც აღვნიშნეთ, ანენერბეს არქივების დიდი ნაწილი სსრკ-შიც მოხვდა. 1945 წელს წითელი არმიის მებრძოლებმა აიღეს ძველი ციხესიმაგრე ალტანი. აქ აღმოჩენილი იქნა ანენერბეს არქივი, რომლითაც 25 ვაგონი დაიტვირთა. ამ ნაწილმა შეადგინა სსრკ-ის განსაკუთრებული არქივი. სამწუხაროდ, ძირითადი ნაწილი არქივისა, რომელიც მისტიკას შეეხებოდა, პრაქტიკულად არავის შეუსწავლია. მრავალი დოკუმენტების ნუმერაციაც მას შემდეგ გაკეთდა, რაც ანალიზისთვის მოითხოვეს 90-იან წლებში.

არსებობს თუ არა შამბალა-ეს იგივეა ვამტკიცოთ, არის თუ არა სიცოცხლე მარსზე? - ჯერჯეობით ეს უცნობია თანამედროვე ადამიანებისათვის. ფაქტია, რომ არის რაღაც ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით და რისთვისაც ჯერჯერობით არ ვართ მზად. მიუხედავად ამისა, შამბალას იდუმალი, ზღაპრული სამყარო დღესაც აღელვებს ოკულტისტების და ზებუნებრივი ძალების ტრფიალთა გულებს, თუმცა ამით არაფერი შავდება - ოცნების უფლება ხომ ყველას აქვს...

1
437
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
437
  
2019, 15 აგვისტო, 12:08
უმაგრესია
0 1 1