x
მეტი
  • 22.09.2019
  • სტატია:94994
  • ვიდეო:342677
  • სურათი:456949
კოლხური ქალღმერთი ფასიანე - "დიდი დედის" პანევროპული კულტი

კოლხური ქალღმერთი ფასიანე - "დიდი დედის" პანევროპული კულტი


უძველესი ხანიდან ხმელთაშუაზღვისპირეთის ევროპულ ნაწილში, ასევე კრეტაზე, მცირე აზიაში, სამხრეთ კავკასიაში, შავიზღვისპირეთში და სხვაგან გავრცელებული იყო ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მფარველი ქალღმერთის, "ღმერთების დედის", "დიდი დედის" თაყვანისცემის კულტი. მას მჭიდროდ უკავშირდებოდა მცენარეთა, ფრინველთა და ცხოველთა სამყარო. მისი გამოსახულებები უამრავია ნაპოვნი ევროპის, მცირე აზიის და კავკასიის ტერიტორიაზე. დიდი დედის კულტის უძველესი პან-ევროპული კულტის ფიგურებს ეწოდება ასევე "ვენერას ფიგურები".


შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიის პირველ ნაწილს და შემდგომში განაგრძოთ კითხვა: კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე - პირველი ნაწილი.


კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


"იმ შორეულ ხანაში ქართველ ტომთა საზოგადოებრივი ცხოვრების სათავეში დედაკაცი, ქალი იდგა. ამიტომ (ქართველურმა ტომებმა) დაისახეს მზის ღვთაება, როგორც ქალი ღმერთი. მზის ქალღმერთი მიჩნეული იქნა დიდ დედად, სხვა ღმერთების დედად, ღვთისმშობლად." (ჯავახიშვილი, ბერძენიშვილი, ჯანაშია, 1943, გვ.84), ქვეყნის მფარველად, დედოფლად." (ჯავახიშვილი, ბერძენიშვილი, ჯანაშია, 1946, გვ.97; 1946, გვ.96).


ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ს. ჯანაშია (1946, გვ.97) აღნიშნავენ, რომ საღვთო გადმოცემის თანახმად, დიდი დედის, ქალღმერთის მზის კულტი დაუკავშირეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თაყვანისცემას. ამ გადმოცემის თანახმად საქართველო (იბერია) არის ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა.


კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილია ცხენზე მჯდომარე ქალღვთაებების ბრინჯაოს ქანდაკებები (დიდი დედის), რომელთაც ხელთ ბავშვი უპყრიათ (ლორთქიფანიძე, 2006, გვ.190; პაპუაშვილი 2001-2005).


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მ. ვოიაცისმა (Voiatzis 1992, N87, 271-272). საბერძნეთში, კუნძულ სამოსზე აღმოჩენილი ბავშვიანი მხედარი ქალის, "დიდი დედის" ქანდაკება" საგანგებოდ შეისწავლა დაგამოთქვა მოსაზრება, რომ ძვ.წ. მე-8 საუკუნეში ის შესაძლოა უძველესი კოლხური კულტურის გავლენით იყო შექმნილი.


კოლხური ქალღმერთი - რეა-კიბელე,  იგივე ფასიანე


"ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს კ. კრეტაზე აღმოჩენილი ცხენოსანი ქალის მოხატული ტერაკოტის ფიგურა, რომელიც როგორც ჩანს ყველაზე ადრეულია მსგავს ნიმუშებს შორის (ძვ.წ. 1100-1000 წლების). იგი ამ ქანდაკებათა გენეზისის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია" წერს ვ. ლიჩელი (2010, გვ.25-38).


კუნძულ კრეტაზე, კნოსოსის სასახლეში, ქალღვთაების საკურთხეველში აღმოჩენილია მისი სიმბოლოები: მარმარილოს ტოლგვერდა ჯვარი, ოქროს ორმაგი ცული და სხვა არტეფაქტები (იხ. კვაშილავა 2009, გვ.298; 2010, გვ.146) ოქროს ორმაგი ცულები იყო "დიდი დედის" სიმბოლო და ისინი დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი როგორც კოლხეთში, ასევე კუნძულ კრეტაზე.


(წყარო: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი, მათემატიკოსი გია კვაშილავა)





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
197
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
197
  
15 აგვისტო, 1:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1