x
მეტი
  • 15.10.2019
  • სტატია:95641
  • ვიდეო:343099
  • სურათი:457599
"ისეთ სკანდალს ავტეხ, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებათ" - ნინო ჯანგირაშვილი ივანე მაჭავარიანს

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ტელევიზიების ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებას ეხაურება და ამბობს, რომ ერთ წელზე მეტი ეს "ფუნდამენტური" გადახედვა მის მიერ აღქმული იქნება როგორც ვალების პატიება, რომელსაც ის არ დაუშვებს. "ჩემი პოზიცია ტელევიზიების დავალიანებებთან დაკავშირებით:

ბოლო ბოლო ითქვა ოფიციალურად:

რუსთავი – 28 მილიონი
იმედი – 19 მილიონი
მაესტრო – 8 მილიონი

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკეები დაიწყოს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. ერთ წელზე მეტი ვადით რესტრუქტურიზაცია ჩემს მიერ აღქმული იქნება როგორც ვალების პატიება და უკვე მესამედ ამ დიდ უსამართლობას აღარ დავუშვებ. როგორც კი ერთ წელზე მეტ ვადიან რესტრუქტურიზაციას ახსენებთ, შევწყვეტ გადასახადების გადახდას და ვნახოთ ერთი როგორ გამეკარებით სიახლოვეს. გარდა ამისა, მოვითხოვ ბოლო 20 წლის მანძილზე რაც გადამიხდია ბიუჯეტში სახელმწიფომ დამიბრუნოს უკან, იმიტომ რომ ბოლო ოცი წელია ე.წ. ლიდერი ტელევიზიები ფაქტიურად გათავისუფლებულები არიან გადასახადებისგან – აგროვებენ ვალებს და მერე სახელმწიფო პატიობს. ეს მარტო უსამართლობა კი არა უკვე კრიმინალია – არხების ნაწილი მუდმივად გათავისუფლებული იყოს გადასახადებისგან და ჩემნაირ არხებს ტყავს აძრობდეს სახელმწიფო.

ივანიშვილს უნდოდა იმედი– მისია
უნდოდა მაესტრო– მისია
უნდოდა რუსთავი2– მისია
ხოდა გადაიხადოს სასწრაფოდ ბიუჯეტში თავისი არხების 55 მილიონი თორემ ისეთ სკანდალს ავტეხ, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებათ, " - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ მიმდინარე ვალების გადახდა უკვე დღეიდან დაიწყონ.



0
1074
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1074