x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
"გაითვალისწინეთ, ხვალ, 15 აგვისტოს, 16:28 წუთზე..."- ასტროლოგის რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს
image
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე ხვალინდელი დღის მნიშნელობაზე საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს.


მისი თქმით, სავსემთვარეობის დროს არ ღირს მნიშვნელოვანი საქმის დაწყება და გადაწყვეტილების მიღება.


მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ მგზავრობისას! ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს.


"გაითვალისწინეთ, ხვალ, 15 აგვისტოს, 16:28 წუთზე სავსემთვარეობაა!


სავსემთვარეობა ხდება ლომი მერწყულის ღერძზე

ამ უახლოეს დღეებში არ ღირს რამე მნიშვნელოვანი საქმის დაწყება, გადაწყვეტილების მიღება

ეს დღეები ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, მით უფრო იმ ადამიანებმა, ვისაც გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემები აქვს..იმატებს ასევე ნერვული სისტემის და თავის ზონის პრობლემებიც

არ არის სასურველი სპირტიანი სასმელების მიღება

სავსემთვარეობაზე კარგი და ეფექტურია მავნე ჩვევებისგან, ყოველგვარი ზედმეტობებისგან გათავისუფლება..ასევე, კარგია დიეტის დაწყება (უკვე კლებად მთვარეზე)

ამ უახლოეს დღეებში არ ღირს რაიმე მნიშვნელოვანი საქმის დაწყება, გადაწყვეტილების მიღება

მერკური ურანის კვადრატის გამო კვლავ გართულებულია კომუნიკაცია, კონცენტრაცია, ურთიერთგაგება... მოუფრთხილდით ტექნიკას

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ მგზავრობისას! ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს...იყავით კონცენტრირებული

არის კონფლიტური სიტუაციების წარმოქმნის ალბათობაც..ნუ გამოიჩენთ აგრესიას, თავი შეიკავეთ იმპულსური ქმედებებისგან

უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ბავშვებს!

ასევე, სიფრთხილეა საჭირო ზღვის სანაპიროზე...დაიცავით თავი მზის დარტყმისგან (ეს რეკომენდაცია თითქმის თვის ბოლომდეა გასათვალისწინებელი)

ბედნიერ და ხალისიან დღეებს გისურვებთ!

ქეთი ვაწაძე"

1
1437
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1437
  
2019, 15 აგვისტო, 1:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1