x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93865
  • ვიდეო:342248
  • სურათი:456116
რა განაცხადა საქართველოზე და როგორ აფრიალა საქართველოს დროშა ჯარედ ლეტომ ,,ბლექ სი არენას'' სცენაზე

image

13 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე, საქართველომ ჯარედ ჯოზეფ ლეტოს, ამერიკელ მუსიკოსს, კომპოზიტორს, მომღერალს, პროდიუსერს, ოსკაროსან მსახიობს, რეჟისორსა და პერიოდულად მოდელსაც კი, უმასპინძლა.

“საქართველო – ეს არის ქვეყანა, სადაც ათი წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით. შესანიშნავი ადგილია, გაქვთ ულამაზესი მენიუ, ბლექ სი არენაზე და ძალიან მაგარი საჭმელი”,

– ეს ჰოლივუდის ვარსკვლავის სიტყვებია, რომელიც მან არენაზე წარმოთქვა.

image

მუსიკოსი Thirty seconds to Mars-ის თაყვანისმცემლებს, რომელთა შორის არცთუ ცოტა უცხოელი მსმენელი გახლდათ, განსაკუთრებული ჩაცმულობით წარუდგა. მუხტი, რომელიც მისი პირველივე გამოჩენიდან მთელს მაშტაბებს მოედო, ერთი წამითაც კი განელებულა.

განსაკუთრებულ აღნიშვნას მაინც საღამოს ერთი ნაწილი იმსახურებს.

ჯგუფის მენეჯმენტმა სოლისტისთვის საქართველოს დროშა წინასწარ მოითხოვა და უკვე ცხადი იყო, რომ ის გეგმავდა იმას, რასაც ყველა ჩასულ ქვეყანაში აკეთებენ ხოლმე იმ ქვეყნის პატივისცემის გამოსახატავად.


image

აბლექ სი არენას სცენაზე ჯარედ ლეტომ საქართველოს დროშა ერთ-ერთი კომპოზიციის შესრულებისას ააფრიალა.

ამ ჟესტმა მაყურებელში გამორჩეული ემოციები გამოიწვია.

Thirty Seconds to Mars-ის ამ ნაბიჯს აპლოდისმეტები და დადებითი შეძახილები მოჰყვა.

სოცქსელები კი იმ ფოტოებმა მოიცვა, სადაც ლეტო ქართულ დროშას აფრიალებს.

/ფოტოები აღებულია “ბლექ სი არენას” ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან (ფოტო: ალექს რუაძე) /

image

0
131
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0