x
ქართული მონასტრები ახლო აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში
image

სამონასტრო ცხოვრებას საფუძველი IV-V საუკუნეებში ჩაეყარა, თუმცა მისი წინასახეები პირველ საუკუნეშიც უნდა ვეძიოთ. მონასტერი ყოველთვის იყო ქრისტიანული სარწმუნოების მტკიცე ბურჯი. საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დაწყებას ერთვოდა კონტაქტები ასევე აღმოსავლეთის ორთოდოქსულ ეკლესიებთან. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ბიზანტიის იმპერიაში სხვადასხვა ისტორიულ პროცესებთან ერთად არსდებოდა ქართული მონასტრები.
დროთა განმავლობაში დაარსდა შემდეგი ქართული მონასტრები: საბაწმინდა (პალესტინაში), სინას მთაზე (ეგვიპტე), იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, შავ მთაზე (სირია), ათონის მთაზე (საბერძნეთი), პეტრიწონი (ბულგარეთი), რომანას, ოლიმპოსა და ღალიას მონასტრები.



ეგვიპტეში უკვე IV საუკუნეში მოღვაწეობდა ქართველი გამოჩენილი მოაზროვნე ევაგრე პონტოელი. მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ასევე პეტრე იბერი, რომელმაც ქართული ეკლესიები ააგო იერუსალიმში, ბეთლემთან.



საბაწმინდა (IV-V სს) - მდებარეობს იერუსალიმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კმ-ზე. მონასტერი დააარსა დიდმა საეკლესიო მოღვაწემ საბა განწმენდილმა, სადაც ბერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ქართლიდანაც შეიკრიბნენ. აქ განხორციელდა ქართული ენის რეფორმა, განვითარდა ჰიმნოგრაფიული მწერლობა, შემუშავდა ბიბლიური წიგნები, ჩამოყალიბდა კალიგრაფთა სკოლა და ა.შ. საბოლოოდ არაბი ბედუინების ხშირი თარეშის გამო საბაწმინდის მონასტერში მოღვაწეობა სახიფათო გახდა. ბერებმა დატოვეს მონასტერი და სხვა სავანეებს მიაშურეს.




სინა (VIს) - სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერი ქართველთა ყველაზე შორეული მონასტერია ახლო აღმოსავლეთში. სინაიზე მოღვაწეობდნენ დიდი ქართველი ჰიმნოგრაფები: იოანე მინჩხი და იოანე ზოსიმე. აქ შექმნილი ხელნაწერების ნაწილი ამჟამადაც ადგილზეა, ნაწილი კი თბილისშია, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ზოგიც პეტერბურგში, პრაღაში და გრაცში.



იერუსალიმის ჯვრის მონასტერი- იერუსალიმის მახლობლად გიორგი პროხორემ ააშენა ქართული ეკლესია და დაარსა სავანე XI საუკუნის 30-იან წლებში, სადაც თავი მოიყარეს პალესტინის სავანეებში გაფანტულმა ქართველმა ბერებმა. ეს ადგილი მიჩნეული იყო წმინდა ადგილად, რადგანაც სწორედ აქაური ხისგან დამზადდა ჯვარი, რომელზეც აცვეს ქრისტე. ჯვრის მონასტერი პალესტინაში მოღვაწე ქართველ პილიგრიმთა და ბერების თავშეყრის ადგილი იყო. მისი წინამძღოლი იყო ჯვრის მამა, რომელიც საქართველოდან ინიშნებოდა და მეთაურობდა ქართული სამონასტრო თემის კულტურულ და სულიერ ცხოვრებას. აქ შეიქმნა ორიგინალური ნაწარმოებები: „ლუკა იერუსალიმელის მარტვილობა“, „პროხორეს ცხოვრება“, და „ნიკოლოზ დვალის მარტვილობა“. საბოლოოდ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი XVII საუკუნის ბოლოს გადავიდა ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს დაქვემდებარებაში.
შავი მთა- ქართველმა ასკეტებმა ამ სივრცეს VI საუკუნეში მიმართეს, როდესაც სირიულ ბერმონაზვნობას სათავეში ანტიოქიის შავ მთაზე დამკვიდრებული სვიმეონ მესვეტე უმცროსი ჩაუდგა. სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია ბევრ წყაროს ქართველთა შავ მთაზე მოღვაწეობის შესახებ. მათზე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ XI-XII საუკუნეების ხელნაწერების საფუძველზე. XI საუკუნის 60-იან წლებში შავი მთის სავანეებში მოღვაწეობდა 60-მდე ქართველი მოწესე. მათ შორის იყვნენ: გიორგი ათონელი, ეფრემ მცირე, გიორგი მცირე, გიორგი შეყენებული, ეფრემ დიდი ოშკელი, არსენ იყალთოელი და სხვანი.


აქ შემუშავდა მთარგმნელობის საგანგებო თეორია და დამზადდა მრავალი ხელნაწერი წიგნი. ქართველებმა ანტიოქია XIII საუკუნის 2 ნახევარში დატოვეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული მწვავე ვითარება შეექმნა რეგიონს თურქ-სელჩუკების, ჯვაროსნებისა და ოსმალების თავდასხმის შედეგად.
რაც შეეხება ბიზანტიაში ქართული სამონასტრო კოლონიების არსებობას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.



ათონის ივერთა მონასტერი- მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნ/კ-ის ათონის მთაზე სადაც ძველთაგანვე არაერთი ქრისტიანული თემის სათვისტომო არსებობდა. აქ მოღვაწეობდნენ ქართველებიც, რომლებმაც ჯერ ბინა დაიდეს ბერძნულ მონასტერში ხოლო, 980-983 წლებში ააგეს ქართული მონასტერიც. ათონის ივერთა მონასტრის აშენებაში დიდი წვლილი მიუძღვის იოანე ათონელს და თორნიკე ერისთავს. იოანე და ექვთიმე ათონელების მოღვაწეობის ჟამს კი ივერონი ბიზანტიაში ქართულის დიასპორის ცენტრს წარმოადგენდა. აქ ნათარგმნი ორიგინალური ლიტერატურის ნიმუშები შემოდიოდა საქართველოში და დიდად უწყობდა ხელს ქართული კულტურის განვითარებას. ექვთიმე ათონელმა ქართულიდან ბერძნულზე თარგმნა „სიბრძნე ბალავარისი“ (ბუდას ცხოვრება). ათონზე მოღვაწეობდა დიდი საუკლესიო მოღვაწე მამა გიორგი ათონელი (1009-10065), მასთან ერთად ასევე გიორგი მცირე. საბოლოოდ 19 საუკუნეში ბერძნებმა დაიკავეს ივირონი და ქართველების მოუწიათ მისი დატოვება.



პეტრიწონის მონასტერი- ასევე იგი ცნობილია ბაჩკოვოს სახელით. მდებარეობს ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივიდან 30 კილომეტრში სოფელ პეტრიწოსთან. მონასტერი დააარსა ბიზანტიის იმპერიის, „დასავლეთის დიდმა დომესტიკოსმა“ გრიგოლ ბაკურიანისძემ 1083 წელს. მანვე შეუდგინა მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე. აქ მხოლოდ ქართველ ბერებს შეეძლოთ მოღვაწეობა. სავანის წინამძღვრად ირჩევდნენ ყველაზე გონიერს. პირველ წინამძღვრად გრიგოლ ბაკურიანისძემ დანიშნა გრიგოლ მონაზონი (ვანელი). პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსში გრიგოლ ბაკურიანისძემ სამი ეკლესია განათავსა: ერთი დიდი ტაძარი – ღვთისმშობლის სახელზე და ორი მომცრო – იოანე ნათლისმცემლისა და წმ. გიორგის სახელზე.


დღეისათვის პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსი ასე გამოიყურება: მონასტერი საცხოვრებელი ნაგებობებით არის შემოსაზღვრული და გაყოფილია ორად – მის ჩრდილოეთ ეზოში აღმართულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (XVIII ს.) და წმ. მთავარანგელოზთა (XII ს.) ეკლესიები, სამხრეთ ეზოში კი – წმ. ნიკოლოზის ეკლესია (1834-36 წწ.). საცხოვრებელ ნაგებობებში, რომლებიც გალავნის მაგივრობასაც წევენ, მოთავსებულია ბერებისა და მონასტრის სხვა მკვიდრთა სენაკები, ოთახები მომლოცველებისა და სტუმრებისათვის. პეტრიწონის სავანე დაარსებიდან XV საუკუნემდე ქართველთა ხელში იყო, შემდეგ კი ამ სავანეში ქართველთა კვალი იკარგება.

0
239
შეფასება არ არის
ავტორი:შენგელია ნანა
შენგელია ნანა
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0