x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93875
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
”და ეს დროც დადგა“ - პირველად ”Victoria’s Secret“-ის სახე ტრანსგენდერი მოდელი გახდა

image


"Victorias Secret"-ში ნამდვილი გენდერული რევოლუცია მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1 წლის წინ ბრენდის მარკეტინგის დირექტორი ედ რაზიკი საჯაროდ აცხადებდა რომ, კომპანიის გეგმებში ტრანსგენდერებთან და "პლუს ზომის" მოდელებთან თანამშრომლობა არ იგეგმებოდა. ამ განცხადებამ სერიოზული სკანდალი გამოიწვია, რისთვისაც დირექტორს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.


image


ამ ბოდიშის კიდევ უფრო მეტად გასამყარებლად, მილიონობით ქალის საყვარელმა ბრენდმა ჟურნალის გარეკანზე ბრაზილიელი ტრანსგენდერი მოდელის, 22 წლის ვალენტინა სამპაიოს ფოტო განათავსა. ბრაზილიელი ლამაზმანის სახელი სამოდელო სამყაროში ახალი სულაც არ არის, ის ორი წლის წინ ფრანგული "Vogue"- სთვის პოზირებდა.


image


ქალის საცვლების საკულტო ბრენდის მთავარ ფოტოზე ვალენტინა თეთრ ხალათშია გამოწყობილი, რომელსაც რამდენიმე ყელსაბამი და ელეგანტური საყურეები ამშვენებს.


image


"ოცნება არასდროს შეწყვიტოთ" - გვირჩევს მოდელი.


ვალენტინა ბრაზილიელი მეთევზის უბრალო ოჯახში დაიბადა, სადაც დედა დღემდე სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ის, რომ ბავშვობიდან ბიჭუნას უცნაური ახირებები ჰქონდა და რომ ის მეგობრობას მხოლოდ გოგონებთან ამჯობინებდა, მშობლები ამ ფაქტს ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ.


image


როდესაც ბავშვი რვა წლის შესრულდა, დედამ შვილის ფსიქოლოგთან წაყვანა გადაწყვიტა, რომელიც პირად საუბრებში ვალენტინას მისი ბუნებრივი თვითმყოფადობის გაგებაში ეხმარებოდა.


image


მშობლები როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად გოგონას ყოველთვის გვერდში ედგნენ, მათ პირველ რიგში, ხელი საკუთარი შვილის პიროვნებად ჩამოყალიბებას შეუწყეს და მასთან დაკავშირებულ ყველა გლობალურ ცვლილებას, საკუთარი თანადგომით მხარს ბოლომდე უჭერდნენ.


image

ვალენტინა სამპაიომ საკუთარი ახალი იდენტობისთვის სახელი თავად შეირჩია და ის სახელი დაირქვა, რომელიც მას ყოველთვის ძალიან მოსწონდა. სწორედ, ამ სახელით ბრწყინავს გოგონა დღესდღეობით, სამოდელო სამყაროსა და მსოფლიოს წამყვან პოდიუმებზე.


image




0
91
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
91