x
მეტი
  • 19.08.2019
  • სტატია:93657
  • ვიდეო:342158
  • სურათი:455882
კიანუ რივზის ახალ შეყვარებულს საზოგადოება კრიტიკით შეხვდა

ჰოლივუდის ცნობილი ბერბიჭა კიანუ რივზი ცოტა ხნის წინ საზოგადოებაში ახალ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა და წყვილმა მაშინვე საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. მისი ფანების ერთი ნაწილი გახარებულია ამ ამბით, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც კრიტიკას და მწარე სიტყვებს არ იშურებენ წყვილის მისამართით. განსაკუთრებით კი მსახიობის ახალი რჩეული, 46 წლის მხატვარი ალექსანდრა გრანტი დაზარალდა, რომელსაც “უცნაური", “არასტანდარტული" და “კიანუ რივზისთვის შეუფერებელიც" უწოდეს.

imageთავად მსახიობი მილიონობით ადამიანის ფავორიტი და რჩეულია. ის არა მარტო თავისი როლებითაა ცნობილი, არამედ იმითაც, რომ კეთილი და საინტერესო ადამიანია და სრულიად არ ჰგავს სხვა ვარსკვლავებს. imageმისი ახალი სიყვარული იმ ქალებს არ ჰგავს, რომლებიც სხვა მსახიობი მამაკაცების გვერდით ჩანან. სწორედ ამის გამო უწოდეს მას სოციალურ ქსელში არასტანდარტული.

imageთუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მსახიობის არჩევანს იწონებს და წერენ: “რა აქვს არასტანდარტული? ერთი კილო სილიკონის და ტონა კოსმეტიკის გარეშეა. ნორმალური, ბუნებრივი, ცოცხალი ქალია. წარმატებას გისურვებთ, კიანუ!"

ბევრი თვლის, რომ კიანუს არ გაუჭირდებოდა შედარებით ახალგაზრდა და ლამაზი გოგონას პოვნა, მაგრამ ამ საქციელით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის სრულიად განსხვავდება სხვა ჰოლივუდელი მამაკაცებისგან და 20 წლის თოჯინა არ სჭირდება იმიჯისთვის. მით უფრო, თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, წყვილი ნამდვილად ბედნიერი ჩანს.

imageimageimageimageimageimageimage






0
183
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0