x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93865
  • ვიდეო:342248
  • სურათი:456116
ტომატი და პომიდვრის საწებელი ერთდროულად (მარტივი რეცეპტი)

image


მასალა:


პომიდორი - 30 კგ.
წითელი ბულგარული წიწაკა - 30 კგ.
ნიორი - გემოვნებით (0, 5 კგ-ს ფარგლებში)
დაფქული მწარე წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით



****



ასევე დაგჭირდებათ:


ალუმინის ქვაბი, ისეთი სიმაღლის, რომ მორევისას, კოვზი ქვაბის ძირს მისწვდეს;

ხის კოვზი (გეძელი)

რეზინის ხელთათმანები (სქელი)



მომზადება:


I. დაფცქვენით და წვრილად (კუბიკებად) დაჭერით პომიდორი ან დააბლენდერეთ > მოათავსეთ ალუმინის ქვაბში > დადგით ცეცხლზე და დროდადრო ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას (ქვაბი უნდა იყოს დაბალი და განიერი ან კოვზი გრძელი, რომ ქვაბის ძირს კარგად მისწვდეს).

პომიდორი იმდენ ხანს უნდა ადუღოთ, ვიდრე ზედმეტი წვენი არ აორთქლდება და მასა არ შესქელდება.

შენიშვნა: ამ ეტაპზე, შეგიძლიათ ცეცხლი გათიშოთ და ტომატის ხარშვა მეორე დღეს გააგრძელოთ.

II. ვიდრე პომიდორი დუღს, ბულგარულ წიწაკა გარეცხეთ > ყუნწები და თესლი მოაცილეთ > გაატარეთ მანქანაში (წიწაკის დაჭრის და გატარების დროს, აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები).

III. როდესაც პომიდორი შესქელდება, ჩაასხით გატარებული ბულგარული წიწაკა ქვაბში. ამის შემდეგ, მასა გათხელდება > გააგრძელეთ დუღილის პროცესი, იქამდე, ვიდრე ისევ არ შესქელდება.

IV. დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიორი, დაფქული წიწაკა და მარილი.

V. შენელების შემდეგ, ადუღეთ კიდედვ 10-15 წუთი.

VI. ცეცხლი არ გათიშოთ და ისე ჩაასხით სტერილურ ქილებში > ქილა, მასის ჩასხმამდე, ქვაბიდან ამოსულ ორთქლზე გააჩერეთ 30 წამი, რომ არ გასკდეს > ჩასხმისთანავე დაახურეთ თუნუქის სახურავი > როდესაც მთლიანად გაანაწილებთ მასას, მოხუფეთ (მოხუფვა იმ ქილით დაიწყეთ, რომელშიც საწებელი პირველად ჩაასხით).

0
343
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0