x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქალის ჯანმრთელობისთვის 5 სასარგებლო და 5 მავნე პროდუქტი – ცხოვრება «წითელი ხაზების» გარეშე

ყველა ქალი ეძებს ახალგაზრდობის წყაროს, რათა ის საკუთარ რაციონში ჩართოს. ცნობილია, რომ პროდუქტების იდეალური კომბინაცია ჰორმონების დაბალანსებას ახდენს, რაც თავის მხრივ, რეპროდუქციული ორგანოების ჯანმრთელობას და კანის ელასტიურობას უზრუნველყოფს. გარკვეული პროდუქტებით სარგებლობა, რომელიც დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს (წყალი, მინერალები, ვიტამინები, ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები) შეიცავს, ქალბატონებს ჯანსაღი კვების გზაზე აყენებს. ეს კი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას, ენერგიას, ნივთიერებათა სწრაფ ცვლას და ნათელ, პრიალა კანს უზრუნველყოფს.


image


საკვები ნივთიერებების შემცველი პროდუქტების გარეშე, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, სწორედ ვერ მოხდება ჰორმონების გამომუშავება და მათი ბალანსის შენარჩუნებას, რაც ქალებს ჯანმრთელობის და ახალგაზრდა იერის შენარჩუნებაში ეხმარება.

აქ 5 ძირითად პროდუქტს წარმოგიდგენთ, რომელიც აუცილებელია ქალის ჯანმრთელობისთვის და 5 პროდუქტს, რომელსაც უნდა ერიდოს.



ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებია:



1. იოგურტი


იოგურტს ორგანიზმისტვის უამრავი სარგებელი მოაქვს. მან დროის გამოცდას გაუძლო და როგორც ექსპერტები ამბობენ, ქალის ჯანმრთელობისთვის, დღემდე სუპერ პროდუქტად რჩება. ეს ფერმენტირებული რძის პროდუქტი პრობიოტიკებს შეიცავს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ბაქტერიულ გარემოს აჯანსაღებს, ორგანიზმს კალციუმით ამარაგებს და ძვლებს ამაგრებს.



2. ცხიმიანი თევზი


ომეგა–3 ცხიმოვან მჟავეებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქალის ორგანიზმში. ამ ნივთიერებებს ქალის დაცვა შეუძლია მომავალი ქრონიკული დაავადებებისგან. მათ შორის: გულ-სისხლძარღვთა, ჰიპერტონიის, ანთებითი პათოლოგიების და დეპრესიისგან.




3. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბოსტნეული


მწვანილის მუქი ფოთლები — ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა. ქეილი (ხუჭუჭა კომბოსტო), ისპანახი, და ქინძი, ქალს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება და ამავდროულად, მას საკვებ ნივთიერებებსაც აწვდის.



4. სანელებლები


არც სანელებლები უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. ბევრი მათგანი ქალის ორგანიზმს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება და ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარეგულირებას უწყობს ხელს. მაგ., დარიჩინი, ჯანჯაფილი და ნიორი, ჰორმონების გამოყოფის პროცესს არეგულირებს და ახალგაზრდობის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. ამასთანთ, ამ პროდუქტების ხშირი მოხმარება, ყველა სიკეთესთან ერთად, ხასიათის გამოსწორებას და სტრესის შემცირებასაც უწყობს ხელს.



5. ავოკადო


ავოკადო მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, რომლებიც აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის. ის მას ძირითადი საკვები ნივთიერებების შეთვისებაში და გამოყენებაში ეხმალება. გარდა ამისა, ავოკადო მდიდარია ბოჭკოვანებით, მანგანუმით, კალიუმით, ის შეიცავს Е ვიტამინს, ფოლიუმის მჟავებს და В-ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია ჰორმონების კონტროლისთვის.



პროდუქტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ:



1. შაქარი


შაქარი, როგორც ცნობილია, ქალის ორგანიზმში ჰორმონალურ დიდბალანსს ზრდის. ამიტომ, ამ პროდუქტის მოხმარების შეზღუდვა, ჯანმრთელი წონის შენარჩუნების და კანის ახალგაზრდული იერის უზრუნველყოფის წინაპირობა შეიძლება იყოს.



2. კოფეინი


მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მენოპაუზის დროს, კოფეინის მოხმარება, ზრდის ალების (თერმორეგულაციის შეტევითი ხასიათის დარღვევა, რომელიც ოფლიანობას და გულის ცემის აჩქარებას იწვევს) სიხშირეს. ხოლო ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, მოუსვენრობის და ნერვოზის მიზეზი ხდება.



3. ალკოჰოლი


ალკოჰოლური სასმელი სხეულს აუწყლოვებს და ორგანიზმს ზეგანაკვეთურ რეჟიმში აიძულებს მუშაობას. სტაბილური ხასიათის და დაბალანსებული ცხოვრების შესაქმნელად, ალკოჰოლს რაც შეიძლება მეტად მოერიდეთ.



4. მაღალგლიკემური პროდუქტები


ანუ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით მარტივ* ნახშირწყლებს შეიცავს. ასეთი პროდუქტები სისხლში შაქრის დონეზე უარყოფითად მოქმედებენ, რაც თავის მხრივ, შეიძლება ჰორმონალური დიდბალანსის მიზეზი გახდეს. მარტივი ნახშირწყლები ხშირად და დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, იწვევს შეჩვევას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და ჭარბ წონას. ეს სახიფათოა დიაბეტით დაავადებულებისთვის და მათთვის, ვისაც მიდრეკილება აქვთ ამ დაავადებისადმი.

მარტივი ნახშირწყლებია: საქაროზა, გლუკოზა, ფრუქტოზა და ლაქტოზა.

დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს შემდეგი პროდუქტები შეიცავს: თეთრი პური, შაქარი, თეთრი ბრინჯი, სიმინდი, თხილეული, ხილის წვენ, ნამცხვრები და ცომეული, გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, გოგრა, საზამთრო, ნესვი, ბანანი, ანანასი და ჩირი.


შენიშვნა: ნახშირწყლები ორგვარია მარტივი* და რთული. მარტივ ნახშირწყლებს «სწრაფ» ნახშირწყლებსაც ეძახიან, რადგან მისი ათვისება სწრაფად ხდება. ხოლო, რთული ნახშირწყლების ათვისება ნელა ხდება და შესაბამისდ, – «ნელ» ნახშირწყლებს უწოდებენ. ასეთ ნახშირწყლებს დიდი რაოდენობით შეიცავს:

ყველა სახის ბოსტნეული (გოგრის და კარტოფილის გარდა), კენკრა, ციტრუსები, გარგარი, ვაშლი და მსხალი, პარკოსნები, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და პერლოვკა.



5. სოია


სოია შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებსაც ნამდვილი ესტროგენების იმიტირების უნარი შესწევს, რაც თავის მხრივ, ქალის ორგანიზმში, ჰორმონალური ბალანსის დარღვევას იწვევს. ფიტოესტროგენები, მისი ფუნქციის დათრგუნვით, უარყოფითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზეც და ეს იმ დროს, როდესაც ჯანმრთელი ჯირკვალი, ქალის ორგანიზმში ჰორმონების კონტროლისთვის მეტად აუცილებელია.

დიდი რაოდენობით სოიას მოხმარების შემთხვევაში, შემდეგი სახის ნეგატიური შედეგები შეიძლება განვითარდე: წონის მატება, უნაყოფობა, კუნთის მასის შემცირება და გუნება-განწყობის ხშირი ცვლილება.

imageimageimageimageimageimageimage






1
712
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
712
  
2019, 19 აგვისტო, 2:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1