x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მან საზღვარზე საქანელები დაამონტაჟა, რათა ამერიკელ და მექსიკელ ბავშვებს ერთად თამაში შესძლებოდათ

image


როცა კედელი - მეგობრობას დაბრკოლებას ვერ უქმნის!


როგორც "CNN"- იუწყება ამერიკელმა არქიტექტორმა რონალდ რაელმა საკმაოდ უჩვეულო საქანელები დაამონტაჟა, რომლის ერთი მხარე ამერიკის, მეორე კი - მექსიკის საზღვარზე მდებარეობს. ამგვარად, ხელოვანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ბარიერის "გარღვევა" მოახერხა.


image


დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისას მისი ერთ -ერთი მთავარი დაპირება - მექსიკის საზღვარზე კედლის აგება იყო. სწორედ ეს ფაქტი გამოიყენა არქიტექტორმა, რომელმაც თავისი ორიგინალური არტ- პროექტით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა რომ - "ორივე მხარე ერთმანეთთან ყოველთვის ურთიერთკავშირშია - ის, რაც ერთ მხარეს ხდება, ყოველთვის მეორეზეც აისახება".


imageimage


ვარდისფერი საქანელები, რომელიც რკინის გისოსებს შორის, ამერიკა- მექსიკის საზღვრის გამყოფ კედელშია დამონტაჟებული, დღესდღეობით, ტურისტებისთვის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ფოტომასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ ერთობიან, "გარღვეული" კედლის მიღმა ბავშვები, ორივე ქვეყნის საზღვარზე. უჩვულო ატრაქციონმა სოციალურ ქსელში გული ათი ათასობით ადამიანს აუჩუყა.


image

"სიხარული რომელიც ორივე მხრიდან დავინახე, სამუდამოდ ჩემთან ერთად დარჩება, " - დაწერა სოციალურ ქსელში, უჩვეულო ატრაქციონის ავტორმა რონალდ რაელმა, რომელსაც ათასობით აღფრთოვანებული მომხმარებლის მოწონება და კომენტარი მოჰყვა.







0
137
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
137