x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ევროპული ჯუჯა სახელმწიფო ლამის "აპოკალიფსის" ცენტრში მოექცა. საშინელი ტორნადო ლუქსემბურგში

image ვფიქრობ ყველამ იცის თუ რამხელა ზიანს აყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ლათინური ამერიკის ქვეყნებს ტორნადოები, რომელთა რიცხვი იმდენად ბევრია სახელებიც კი შეარქვეს.
აქამდე ევროპაშიც ქარბორბალა ბევრჯერ დაფიქსირებულა, თუმცა ის იმდენად სუსტი იყო დიდი ზიანი არასდროს მიუყენებია ინფრასტრუქტურისათვის არცერთ ქვეყანაში.
ახლახან კი ევროპის ჯუჯა სახელმწიფოში, ლუქსენბურგში რამდენიმე წუთი მძვინვარებდა სტიქია ტორნადოს სახით.
ადგილობრივების თქმით მათ დაეუფლათ განცდა თითქოს "აპოკალიფსის" ცენტრში მოხვდნენ, იმდენად მძლავრი იყო ქარბორბალა და მისით გამოწვეული ზიანი.
გთავაზობთ ვიდეო კოლაჟს ლუქსემბურგის ქუჩებში მოთარეშე ტორნადოზე, ძნელია უყურო ამ სულისშემძვრელ სტიქიას უემოციოდ.
სტიქიის შედეგად დაშვდა 20 ადამიანი, ათეულობით სახლი კი სახურავის გარეშე დარჩა, ასევე უზარმაზარი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას.
ჰაერში ატაცებული სახურავები, მოგლეჯილი ხეები და "მფრინავი" ჯიხურები დამერწმუნეთ არაა ადვილი სანახავი, მით უფრო ლუქსემბურგელებისათვის არ იქნებოდა ადვილი სანახავი თუ როგორ ანადგურებდა სტიქია მათ სახლებს და ქალაქის ინფრასტრუქტურას.

0
160
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
160