x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
22-25 აგვისტოს, ანაკლია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს "Echowaves"-ს უმასპინძლებს
image


ფეს­ტი­ვა­ლის­თვის მზა­დე­ბის ეტა­პი უკვე და­წყე­ბუ­ლია. რო­გორც ად­გილ­ზე მი­სულ ჟურ­ნა­ლის­ტებს ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გან­ზი­ა­ტო­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ამ­ჟა­მად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სცე­ნე­ბის გან­თავ­სე­ბა და სა­ფეს­ტი­ვა­ლო გა­რე­მოს კე­თილ­მო­წყო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამას­თან, წელს ანაკ­ლი­ის ფეს­ტი­ვალს რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სცე­ნა შე­ე­მა­ტე­ბა და ჯამ­ში, 8 მოქ­მედ სცე­ნას ვი­ხი­ლავთ.


"რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ფეს­ტი­ვალ­ზე იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჟღე­რა­დო­ბის ძა­ლი­ან ბევ­რი სცე­ნა, ამ­დე­ნი სცე­ნა და მუ­სი­კის ასე­თი ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი ანაკ­ლი­ა­ში არას­დროს ყო­ფი­ლა. გვე­ლო­დე­ბა გან­სა­კუთ­რად ლა­მა­ზი ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ო­ცებს ჩა­მო­სულ სტუმ­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს, ვა­შე­ნებთ ბა­რებს, კა­ფე­ებს, სცე­ნებს ვი­წყებთ ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ის გა­ფორ­მე­ბას და შე­ლა­მა­ზე­ბას.


ასე­ვე ვე­ლო­დე­ბით მთა­ვა­რი სცე­ნის ჩა­მოს­ვლას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე ჩა­მო­ვა და და­ვი­წყებთ აპა­რა­ტუ­რის გა­მარ­თვას" - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.



image


დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ანაკ­ლი­ის სა­ნა­პი­რო­ზე მი­სულ სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ სპორ­ტულ და გა­სარ­თობ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­ერ­თონ, და­ეს­წრონ ვორ­ქშო­ფებს. ასე­ვე, ეწ­ვი­ონ ღია კი­ნო­თე­ატრს და ახ­ლომ­დე­ბა­რე ლო­კა­ცი­ე­ბიც მო­ი­ნა­ხუ­ლონ. ღა­მით კი, მათ­თვის 8 გან­სხვა­ვე­ბულ სცე­ნა­ზე 150-მდე შემ­სრუ­ლე­ბე­ლი წარ­სდგე­ბა. სა­ფეს­ტი­ვა­ლო ტე­რი­ტო­რი­ის გა­რეთ ე.წ "კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქის" მო­წყო­ბაც იგეგ­მე­ბა, სა­დაც სტუმ­რებს გან­თავ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.


image


"Eastern European Music Management" ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და Anaklia entertaiment group- ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ბრან­კო კოს­ტა­დი­ნო­ვის თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის რომ 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეს­ტი­ვალ­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თოს და თავი ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნოს.


"Echowaves" იმარ­თე­ბა "EXIT"-ის ქოლ­გის ქვეშ, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მუ­სი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა მთელ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. Exit თა­ვი­დან ახალ­გაზ­რდუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა იყო და ფეს­ტი­ვალს სა­ფუძ­ვლად სწო­რედ მათი იდე­ე­ბი და­ე­დო.


სა­ქარ­თვე­ლო­ში ანაკ­ლი­ის მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალს Check-In-Georgia წარ­მო­ად­გენს.


image

"გა­სულ წელს "Echowaves"-ს საკ­მა­ოდ დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ციფ­რებს, სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯეტ­ში ფეს­ტი­ვა­ლის მეშ­ვე­ო­ბით 8 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი შე­ვი­და.



ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ათა­სო­ბით და ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბა და ამი­ტომ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მუ­სი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მი­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გარ­და, უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნა­ზეც აქვთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ევ­რო­პის დიდ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე უკვე ორი ათე­უ­ლი წე­ლია გა­მოჩ­ნდნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ვიწ­რო პრო­ფი­ლით მუ­შა­ო­ბენ და ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს უსაფრ­თხო გარ­თო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.


წელს პირ­ვე­ლად, ეს პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ი­ნერ­გე­ბა. ამის­თვის Echowaves-ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი Mandala და Safewaves - იმუ­შა­ვე­ბენ, რომ­ლე­ბიც ნარ­კო­ტი­კი­სა და ალ­კოჰო­ლის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ და შე­სა­ბა­მი­სად, სტუმ­რე­ბი ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოდ იგ­რძნო­ბენ" - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.


image


ცნო­ბი­ლია ფეს­ტი­ვა­ლის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის სიაც, რო­მელ­საც კი­დეც რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ლი და­ე­მა­ტე­ბა:


NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE / DJ TENNIS


KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / JOHN TALABOT / GIORGIA ANGIULI live BOSTON 168 / TOMMY FOUR SEVEN / PLAID live


ALICAN / ANDREY PUSHKAREV / ARCHIE HAMILTON / ARMEN MIRAN / ATMOS / BORIS


BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / ETAPP KYLE / LEHAR / MATHAME MURAT UNCUOGLU / MUSUMECI / NU / 박혜진 PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU


image


ROSSKO / ROY ROSENFELD / RYAN ELLIOTT / SAMA' / SHDW & OBSCURE SHAPE / STOJCHE TICON / TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO


ACIDWAVE / ADDITIVV / ASPITH / BACHO / BERO / BREATHDUB / BUNBECK / CESTLEK / CHVARE DARIA ZET / DIMITREE / DJ FLIP / DJ GOCE / DJ SUSPECT / DJ TURNE / DM3 / DOCUMENTAL


ELLARGE / ENDORPHINS / FUNICULAR live / GEORGE EFFE / GIO SHENGELIA / INFEST / JD J / KASSRA KATANA / L8 / MARCUSS MOZZY / NOXIRON / OBRI & ZEN / OOGWAY / RAMJIN


SIDARTHA SILICEO & ANIA live / SINOPTIK MUSIC live / STIMMHALT / TEOM TOMMA / VAKHO / ZURKIN

0
33
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0