x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მოზარდის ასაკის ძირითადი პრობლემები, სიძნელეები და მათთან მუშაობის სპეციფიკა

რას ნიშნავს მოზარდობა? განმარტების თანახმად, მოზარდობის ასაკი წარმოადგენს გარდამავალ პერიოდს ბავშვობიდან მოზრდილობაში. ამ დროს მოზარდის განვითარების ყოველი მხარე განიცდის ღრმა გარდაქმნას, წარმოიქმნება და ფორმირდება ფსიქოლოგიური ახალწარმონაქმნები. გარდაქმნის ეს პროცესი განსაზღვრავს გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვის პიროვნების ყველა ძირითად თავისებურებას და შესაბამისად, მასთან მუშაობის სპეციფიკასაც.


კონკრეტულ სოციალურ პირობებში, კულტურასა და ტრადიციებში გარდამავალმა პერიოდმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა შინაარსი და ხანგრძლივობა. ჩვენი ქვეყნის პირობებში განვითარების ეს პერიოდი მოიცავს დაახლეობით 10-11 წლიდან 14-15 წლამდე პერიოდს, რომელიც მთლიანად ემთხვევა ბავშვების საშუალო სკოლაში სწავლებას.


მოზარდობის ასაკი ტრადიციულად ითვლება ყველაზე რთულად აღმზრდელობითი თვალსაზრისით. ე.წ. “სკოლის დეზადაპტაციის” მქონე ბავშვების უმეტესობა ანუ იმ ბავშვებისა, რომლებიც ვერ ეწყობიან სკოლას (რაც შეიძლება გამოვლინდეს დაბალ მოსწრებაში, ცუდ დისციპლინაში, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის რღვევაში და სხვ.), საშუალო კლასებზე მოდის.


ყველაზე ხშირად მოზარდობის ასაკში სირთულეები დაკავშირებულია სქესობრივ მომწიფებასთან. ორგანიზმის ზრდისა და ფიზიოლოგიური გარდაქმნის გამო, მოზარდებს შეიძლება განუვითარდეთ განგაშის გრძნობა, ამაღლებული აღგზნებულობა, დეპრესია. ბევრი მათგანი ზოგჯერ თავს უხერხულად გრძნობს სხეულის სხვადასხვა ნაწილების ზრდის ტემპების განსხვავების გამო, სხეულის პროპორციების მკვეთრი ცვლილებების გამო და სხვ. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აბსოლუტურად ნორმალურ მოზარდებშიც კი, რომელშიც ჩნდება სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნები, ისევე როგორც ამ ნიშნების გამოვლინების თანმიმდევრობა, გარკვეულ საზღვრებში მერყეობს. ეს ხშირად იწვევს მტანჯველ გრძნობებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოზარდის ფიზიკური და ფიზიოლოგიური განვითარება მკვეთრად განსხვავდება მისი თანატოლების უმეტესობისაგან. ასეთ განცდებს შეიძლება მოჰყვეს თვითშეფასების დაქვეითება. მოზარდისათვის, რომელიც განიცდის სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ უამრავ მკვეთრ ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, ადვილი არ არის შეინარჩუნოს საკუთარი “მე”-ს მთლიანობისა და სტაბილურობის სუბიექტური შეგრძნება, ან იდენტურობის გრძნობა, რაც, თავის მხრივ, ბადებს უამრავ პრობლემას.


პრობლემები


მოზარდობის ასაკში შეიძლება პირველად წარმოიქმნას ან შესამჩნევად გამძაფრდეს სხვადასხვა სახის პათოლოგიური რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქიკური დაავადებების ან პიროვნების ფორმირების პროცესის მნიშვნელოვან სირთულეებთან.



სპეციალისტების დაკვირვების მიხედვით, მოზარდობის ასაკში შიზოფრენიის დაწყების რისკი 3-4-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე.



ეს ყველაფერი უფროსებისაგან, მოზარდის გარშემომყოფებისაგან, სკოლის ფსიქოლოგისაგან ორმაგად მოითხოვს უდიდეს ყურადღებას; დიდ სიფაქიზეს, დელიკატურობას, დაფიქრებასა და სიფრთხილეს ყოველ მოზარდთან მუშობისას.



ფსიქოლოგმა ამა თუ იმ ასაკის მოსწავლეებთან კონკრეტული პრაქტიკული მუშაობის დაგეგმვისა და განხორციელებისას ნათლად უნდა გააცნობიეროს, თუ რისკენ უნდა იყოს ორიენტირებული ეს სამუშაო. სკოლის ფსიქოლოგის საქმიანობის ძირითადი პრინციპი არის ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი, მაგრამ ეს პრინციპი შეიძლება წარმატებულად იქნეს გამოყენებული მხოლოდ ბავშვის განვითარების ასაკობრივი კანონზომიერებების გათვალისწინებით. ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისას, რომელიც კონკრეტული ბავშვის პიროვნებასთან ან ქცევასთან არის დაკავშირებული ყოველთვის სასარგებლოა იმის ცოდნა, რამდენად არის ეს პრობლემა ამა თუ იმ ასაკობრივი ეტაპისათვის ტიპური ან არატიპური.


როგორ განვსაზღვროთ სკოლის ფსიქოლოგის მუშაობის ძირითადი ორიენტირები გარკვეული ასაკის მოსწავლეებთან? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიძლება მივმართოთ ასაკის სენსიტიურობის იდეას – იმ წარმოდგენას, რომ ცხოვრების ყოველი პერიოდი მეტ-ნაკლებად სასურველია – განსაზღვრულია ფსიქოლოგიური წარმონაქმნებისა და სტრუქტურების ფორმირებისათვის.


სენსიტიურობის იდეასთან ახლოს დგას განვითარების ამოცანის იდეის არსი, რომელიც გავრცელებულია ამერიკულ ფსიქოლოგიაში და ეყრდნობა ერიქსონის კონცეფციას, იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესის ყოველი სტადია აყენებს თავის გავითარების ამოცანებს, მოითხოვს გარკვეული შესაძლებლობების ფორმირებას გარკვეული მიმართულებით წინსვლას – ასეთი წინსვლის არსებობა, ამა თუ იმ წარმონაქმნების არაფორმირებულობა იწვევს პიროვნების განვითარების პროცესის დეფორმაციას შემდეგ სტადიაზე, მომავალში აუცილებელი თვისებების შეძენაში უკიდურეს სირთულეებს ან საერთოდ შეუძლებლობას.


სკოლის ფსიქოლოგის მუშაობაში დღეს წამყვანი საქმიანობის შესახებ წარმოდგენები შეიძლება მხოლოდ პირობითად საერთო (ზოგადი) ორიენტირების სახით გამოვიყენოთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერთი და იგივე წამყვან საქმიანობას ადგილი აქვს დროის საკმაოდ დიდ მანძილზე, მაშინ როცა პრაქტიკა საუბრობს ყოველ მომდევნო კლასში მუშაობის ახალი ფორმებისა და მიმართულებების ძებნის აუცილებლობაზე. მეორე, ის რომ საკმარისად ოპერაციულად იგი შემუშავებულია მხოლოდ უმცროსი სასკოლო ასაკისათვის. რაც შეეხება საშუალო და მაღალ სასკოლო ასაკს, უნდა ვაღიაროთ, რომ მათთვის წამყვანი საქმიანობის შესახებ დისკუსიები დასრულებისაგან ჯერ ძალიან შორსაა.



0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0