x
მეტი
  • 19.08.2019
  • სტატია:93655
  • ვიდეო:342155
  • სურათი:455882
მშობლებო ეს თქვენ გეხებათ!!! აი, რა ემართა ზაფხულში ბავშვს ჩაკეტილ მანქანაში

image


იყავით ფრთხილად!!!


დატოვო ბავშვი მანქანაში "სულ რაღაც" ნახევარი საათით და უცებ მაღაზიაში შეირბინო ეს - არც თუ საუკეთესო გადაწყვეტილებაა. გერმანელი პედიატრი უვე ბიუშინგი მშობლებს აფრთხილებს - რომ ბავშვი მანქანაში მარტო არასდროს დატოვონ. "მაშინაც კი თუკი ადამიანი სხეულიდან სითხის 5% კარგავს - ეს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. როგორც ცნობილია ორგანიზმი ოფლის წყალობით გრილდება, ამას კი ორგანიზმიდან საჭირო სითხე გამოჰყავს. იცვლება მარილის ბალანსი, იწყება კრუნჩხვები და სისხლისმიმოქცევაც ირღვევა".


image

გადახურების სიმპტომები - თავის გაწითლებას, ოფლიანობას, ხელებისა და ტერფების გახურებას, მუცლის ზედაპირზე მშრალ და დანაოჭებულ კანსა და დაღლილობის სინდრომს მოიცავს. მთავარი და აუცილებელი წესი - დღის განმავლობაში ბავშვებმა 1 კილოგრამ წონაზე 40 მილილიტრი წყალი ყოველ მიზეზ გარეშე უნდა მიიღონ. თუკი პატარას ძალიან ცხელა, შეგიძლიათ ან წყალი გადაავლოთ ან სველი კომპრესი დაადოთ.

image


"მცირეწლოვან ბავშვებს არ შესწევთ უნარი საკუთარ თავს დაეხმარონ. ამიტომ მათზე ზრუნვა უფროსებს ეკისრება. გაითვალისწინეთ, ნურასდროს დატოვებთ მარტო ბავშვებს ჩახუთულ ოთახსა და მზეზე, ჩაკეტილ მანქანაში".






0
84
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
84