x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"სიყვარული, რომელშიც ცოტა მისტიკაც ერია" - ჯონ ლენონისა და იოკოს ლეგენდად ქცეული ისტორია
image

1966 წლის 9 ნოემბერს ლონდონში ავანგარდული ექსპოზიცია „დაუსრულებელი სურათები და ობიექტები“ გაიხსნა, რომლის ავტორი 33 წლის იაპონელი არისტოკრატი მანდილოსანი, იოკო ონო გახლდათ.

დღემდე არავინ იცის რატომ დაესწრო ამ გამოფენას 26 წლის ჯონ ლენონი, რომელიც არასდროს არ ინტერესდებოდა მსგავსი ღონისძიებებით… მაგრამ ის მივიდა...

სწორედ აქ გაიცნო მომღერალმა მინიატურული, შავთმიანი, მაღალღაწვება იოკო ონო.


image


იოკო მალავე მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ახლი, რაღაც გარდამტეხი იწყებოდა. ალბათ ამიტომაც ჩაწერა დღიურში:

„ბოლოს და ბოლოს მე მოვძებნე კაცი, რომლის შეყვარებაც შემიძლია“.

ლენონთან დილაობით სხვადსახვა მოკლე ჩანაწერები მიდიოდა: „ისუნთქე!“ „იცოცხლე!“ „უყურე ცეცხლს განთიადამდე!“ და სხვა... შეტყობინენებებს მალე ყოველდღიური სატელეფონო ზარი და გაუთავებელი საუბრებიც მოჰყვა...

ლენონი თანდათან ეჩვეოდა ამ ყოველდღიურობას და სიყვარულიც უნებურად იკრებდა ძალებს.

იოკო არის ერთადერთი ქალი, რომელიც ყველაფერში მიტოლდება და, უფრო მეტიც, ჩემზე უკეთესია. მე აქამდე არასდროს არ შემხვედრია არავინ, ვისთვისაც ღირდა ჩემი ბედნიერი ქორწინების მოწყენილობის დარღვევა… მე ამას ველოდი უსასრულოდ დიდხანს“, -წერდა ის.

image

და დადგა დრო როდესაც ლენონმა და იოკომ ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ისინი არიან ერთმანეთისთვის შექმნილი.

მათ აღარ აკავებდა ის, რომ - ორივე დაოჯახებული იყო, მათ არ აინტერესებდათ საზოგადოებრივი აზრი, ისინი თვალს არიდებდნენ თავად „ბიტლზის“ სხვა წევრების უკმაყოფილებასაც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ლენონმა იოკოს მათ სტუდიაში მისვლის უფლება მისცა, რაც აქამდე ყველას ეკრძალებოდა.

1969 წლის გაზაფხულზე იოკო და ჯონი მოულოდნელად გიბრალტარში მიემგზავრებიან და დიდი ბრიტანეთის საკონსულოში აწერენ ხელს.

იოკო რატომღაც უარს ამბობს გვარის შეცვლაზე, ჯონი კი ჯონ ონო ლენონი ხდება.

image

თაფლობის თვეს წყვილი ამსტერდამის ოტელ „ჰილტონში“ ატარებს, სადაც ისინი საწოლში მწოლიარენი იძლევიან ინტერვიუებს, რასაც ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტესტს უკავშირებდნენ.

მალე ისინი იღებენ ავანგარდული ფილმს, რომელსაც კანის ფესტივალზეც კი წარადგენენ.

ერთობლივად უშვებენ ალბომს, რომლის ყდაზე განთავსებული ფოტოს გადაღების წინ ტანსაცმლის ჩაცმა „ავიწყდებათ“.


ჯონ ლენონი და იოკო ონო
ლენონისა და „ბიტლზის“ დანარჩენი წევრების ურთიერთობა კი მეტად იძაბება. განსაკუთრებით უკმაყოფილოა პოლ მაკარტნი.

ჯგუფი ფაქტობრივად დაშლილია.

იოკოს მოწინააღმდეგეები გარკვეულწილად მას აბრალებენ ლეგენდარული ჯგუფის დაშლას.

image

ჯონი ხანდხან ფიქრობს რომ უსაზღვროდ მიჯაჭვულია ქალზე, რომელიც მისი ცხოვრების ქალღმერთად იქცა.

...

ერთხელ მან იოკოსგან „გათავისუფლებასაც“ სცადა. მას შემდეგ, რაც ლენონმა მეუღლეს ფაქტიურად სახალხოდ უღალატა, იოკომ მას შესთავაზა ცოტა ხნით ცალკ-ცალკე ეცხოვრათ.

ლენონი ლოს-ანჟელესში გადადის . სადაც იწერება რამდენიმე სიმღერა.

მაგრამ ის მალევე ხვდება, რომ იოკოს გარეშე არაფერს აზრი არ აქვს და უკანვე ბრუნდება.

image

წყვილი ისევ ერთად არის.

მალე მათ შვილი - შონიც შეეძინებათ.

ამ დღეს ჯონი განაცხადებს —

„თუ თქვენ არ გესმით, რომ მე ბედნიერი ვარ, ესე იგი თქვენ არაფერი არ გესმით“.

“,

და აი, სწორედ ამ უდიდესი ბედნიერების ჟამს, როდესაც ჯონმა უარი თქვა ნარკოტიკებზე, იკვებებოდა იოკოს მიერ შერჩეული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, დაკავებული იყო შემოქმედებით და სიამოვნებას იღებდა შვილთან და საყვარელ მეუღლესთან ურთიერთობისგან, ლენონი ფანატიკოსი თაყვანისმცემლის ტყვიით დაიღუპა…
1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ იორკში მარკ დევიდ ჩეპმენმა ჯონ ლენონი მოკლა.
image
ფოტოზე : ჯონ ლენონის სათვალე,
ფოტო გადაღებულია იოკო ონოს მიერ.
ჯონისგან განსხვავებით, იოკო იშვიათად საუბრობდა პირად ურთიერთობებზე. მხოლოდ მეუღლის გარდაცვალებიდან საკმაოდ ბევრი წლის შემდეგ მან თქვა:

„ჩვენ სიყვარულში სულ ცოტა მისტიკაც ერია. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, ყველაფერი დანარჩენი კი — პოპ-ისტორიაა“…

imageფოტოზე : სახლი, სადაც მოკლეს ჯონ ლენონი და სადაც იოკომ ჯონის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება განაგარძო.


...

ასე უცნაურად დაიწყო და უცნაურადვე დასრულდა ამ უჩვეულო წყვილის ისტორია. ალბათ, სულაც არ არის აუცილებელი ხმა დაუგდო სამყაროს... მაშინ, როდესაც ბედნიერად თავს მხოლოდ საკუთარი გულის მოსმენით გრძნობ.

ამ სტატიას კი ჯონ ლენონის პატარა ინტერვიუთი დავასრულებთ და ჩვენს მკითხველს სიყვარულით სავსე დღეს ვუსრვებთ:

“,

ჟურნალისტი : რატომ არ შეგიძლიათ იოკოს გარეშე?

ჯონ ლენონი: მე შემიძლია ვიყო მარტო, იოკოს გარეშე, მაგრამ ამას არ ვისურვებდი. არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ვიყო მის გარეშე. არაფერია ჩვენს ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანი. მე არ ვაპირებ ნამდვილი სიყვარული შევწირო მეძავს, მეგობარს, ან საქმეს, იმიტომ რომ ბოლოს, ღამით მარტო რჩები მხოლოდ მასთან ერთად. არაფერია იმაზე კარგი, გვერდით გყავდეს ის ვინც, ძალიან გიყვარს.

image

2
222
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
222
  
2019, 13 აგვისტო, 15:54
ამ მაჯლაჯუნა ქალის ბრალია "ბითლზის" დაშლა....
0 1 2