x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პენსიონერი საგონებელში ჩააგდო ვიღაცამ, რომელიც ყოველ ღამე ფარდულს ულაგებდა(ვიდეო)
image

ხანშიშესული კაცი ვერაფრით ხვდებოდა, ვინ შემოდიოდა მის მის ფარდულში ყოველ ღამით და ფარდულში საგულდაგულოდ ულაგებდა მიმოფანტულ ჭანჭიკებს, ხრახნებს და მსგავს წვრილმანებს ყუთში, პენსიონერმა უკვე იფიქრა, რომ მოჩვენებას ჰქონდა საქმე, ან რაც კიდევ უფრო ცუდია, თავად თავში ჰქონდა ფსიქიური პრობლემები...ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, როდესაც მეზობელი დაემხმარა ღამის სათვალათვალო კამერის დაყენებაში.


image


72 წლის ბრიტანელი სტივენ მაკირსი, პატარა ქალაქ სევერნ-ბიჩიდან არის, მთელი ცხოვრება ელექტრიკოსი იყო, ამჟამად პენსიაზეა, მოხუც კაცს უყვარს საკუთარ ფარდულში ყოველდღიური ფუსფუსი, სადაც ათასი წვრილმანი უყრია, ერთ დღეს შეამჩნია, რომ რაღაც წვრილმანები ადგილზე ვერ იპოვა, აღმოაჩინა, რომ ვიღაცას მაგიდაზე გაფანტული ჭანჭიკები, ლურსმნები, საგდულები, ცალუღები და სხვა წვრილმანი კულტურულად რკინის კონტეინერში ჩაულაგებია.

image

ამის შემდეგ ყოველ საღამოს მამაკაცი განზრახ ფანტავდა ჭანჭიკებს, დარწმუნებულიყო რომ თავში ყველაფერი წესრიგში აქვს და არ "გააფრინა", თუმცა ყოველ დილით ფარდულში იდეალური წესრიგი ხვდებოდა, პესნიონერმა იფიქრა, რომ ღამ-ღამობით მის ფარდულში კეთილი მოჩვენება დადიოდა.


image

მეზობელთან ერთად სტივენმა დააყენა ღამის ჩვენების ვიდეოკამერა და "დამნაშავეც" გაირკვა, იგი აღმოჩნდა თაგვი, მამაკაცი მეზობელთან ერთად პირდაღებული უყურებდა როგორ გულმოდგინედ ალაგებდა მთელი ღამე თაგვი ათას წვრილმანს, გასაოცარი ისაა, რომ თაგვის მასზე ორჯერ უფრო დიდი ზომის ინსტურმენტებსაც მიათრევდა.



პენსიონერი ამბობს, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ გააგდებს თაგვს და პირიქით, მოხარულია ასეთი დამხმარე რომ ჰყავს:

"ეს თაგვი ჩინებულია, ის დღესაც ისევ ალაგებს ღამ-ღამობით"-აღნიშნა სტივენმა.

0
2321
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0