x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მოდის 10 გაკვეთილი პრინცესა დიანას სტილისტისგან, რომელიც ყველა ქალს გამოადგება
პრინცესა დიანამ არა მხოლოდ თავისი განუმეორებელი ხიბლითა და სიკეთით დაამახსოვრა ხალხს თავი, არამედ თავისი სტილითაც, რომელიც დღესაც კი არ კარგავს აქტუალობას და ამის ნათელი მაგალითი ქეით მიდლტონია.

ანა ჰარვიმ, წარსულში ჟურნალ Vogue-ის რედაქტორმა და პრინცესას პირადმა სტილისტმა, გამოსცა წიგნი “ყველა დროის სტილი" და ქალებს რჩევებს აძლევს თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ მოდურად ყველა ასაკში. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:


1.ეძებეთ სტილის ორიენტირიimageნუ მოერიდებით კლასიკურ სტილს, განსაკუთრებით ასაკში. აირჩიეთ თქვენი ორიენტირი, იქნება ეს მსახიობი, მომღერალი თუ სხვა პროფესიის ცნობილი ქალბატონი, რომლის გარეგნობაც ძალიან მოგწონთ. “შეეცადეთ ლუქის არჩევისას გამოიყურებოდეთ არა ახალგაზრდულად ან მოდურად, არამედ-მაგრად!მიბაძეთ ცნობილ სახეებს, რომელთაც იდეალური სტილი აქვთ: ტილდა სუინტონი, ქეით უინსლეტი, კრისტინ სკოტ ტომასი, მიშელ ობამა, ნატალია ვოდიანოვა".


2.ნუ გააკეთებთ დასკვნას პოდიუმზე ნანახით


imageყოველ სეზონზე დიზაინერები ახალ ტრენდებს გვთავაზობენ, მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას იმის მიხედვით, რასაც პოდიუმზე ხედავთ. ბევრი მოდური მარკა ეპატაჟის დემონსტრირებას ახდენს პოდიუმზე, მაგრამ მაღაზიებამდე მხოლო პრაქტიკული სამოსი მიდის.

სამოსის არჩევისას იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ჩაივლის თქვენი დღე. თუ იცით, რომ წინ ფოტოსესია გელით, შეარჩიეთ კაშკაშა ფერები და არ დაგავიწყდეთ ღიმილი. ლამაზი სამოსი მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როცა კარგი განწყობა გაქვთ.


3.რეგულარულად გადაარჩიეთ ნივთები და მოიშორეთ ზედმეტი

imageშენახვით მხოლოდ დიზაინერული შედევრები უნდა შეინახოთ, სხვა დანარჩენისგან კი უნდა გათავისუფლდეთ. ეს კლასიკურ მოდელებსაც ეხებათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფასონი ისევ დაბრუნდება მოდაში, ეს მოდელი მაინც ძველმოდურად გამოჩნდება, რადგან დროთა განმავლობაში დეტალები ყოველთვის იცვლება.


4.მოემზადეთ შოპინგისთვის

imageყურადღებით შეისწავლეთ საკუთარი სხეული, სანამ საშოპინგოდ წახვალთ. ეს დაგეხმარებათ პრობლემური ზონების აღმოჩენაში და საყიდლებზე შესაფერის ფასონს და ზომას შეარჩევთ.


5.შეარჩიეთ სწორი ზომა

imageთავისუფლად მომდგარი სამოსი უფრო ტანადს გვაჩენს, მომდგარი კი ნაკეცებს და პრობლემურ ადგილებს უსვამს ხაზს. ამიტომ, ანა ჰარვის აზრით, სკინი ჯინსი ერთი ზომით დიდი უნდა აიღოთ, პალტო კი ორი ზომით დიდიც კი. მოუსმინეთ თქვენს შეგრძნებებს, ნუ ჩაიციკლებით იარლიყზე მითითებულ ზომაზე.


6.იპოვეთ რამე იდეალური? აიღეთ ორი!

imageთუ რაიმე სამოსს მიაგენით, რომელიც იდეალურად მოგერგოთ, იყიდეთ ორი ცალი. ამ წესს თავად ჰერცოგინია ქეით მიდლტონიც კი მისდევს. ეს განსაკუთრებით გარდერობის საბაზისო ნივთებს ეხებათ, როგორიცაა: თეთრი პერანგი ან შავი როლინგი. თუ შარვალი ნახეთ, რომელიც თქვენს ფიგურას იდეალურად წარმოაჩენს, აიღეთ ერთი წყვილი, თუნდაც სხვადასხვა ფერი. ერთი- კლასიკური, მეორე კი სპორტული ლუქისთვის.


7.აირჩიეთ კომფორტი

imageჰარვი ქალებს მოუწოდებს სამოსი ისე შეარჩიონ, რომ პირველ რიგში თავი კომფორტულად იგრძნონ. თუ ყველაზე ძვირადღირებულ დიზაინერულ სამოსში თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ, მისი ჩაცმა არ ღირს.


8.ფრთხილად შეარჩიეთ სპორტული სტილი

imageდიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ სპორტული სტილის არჩევისას, რადგან ასეთ სამოსში დიდი რისკია, რომ საფრთხობელას დაემსგავსოთ. არავითარი ტოტალ-სპორტული ლუქი, კედებით და ზურგჩანთით! სპორტული სტილი უმჯობესია კლასიკურ ფეხსაცმელს და ჩანთას შეუხამოთ.


9.სამკაულები ჭკვიანურად შეარჩიეთ!

imageსტილისტი გვთავაზობს ძვირადღირებულ სამკაულებთან ერთად ბიჟუტერიაც განვიხილოთ. ის ხაზს უსვამს, რომ ბრილიანტის გარნიტურები მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა ან ხანში შესულ ქალებს უხდებათ. სხვა შემთხვევაში ისინი აბერებენ. აირჩიეთ ერთი რამე-ან ყელსაბამი, ან ბეჭედი.


10.ჩანთა და ფეხსაცმელი კომფორტული უნდა იყოს

imageრაც შეეხება ჩანთას და აქსესუარებს, ჰარვი ამბობს, რომ დაბალი კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმელი ელეგეანტური და მოსახერხებელია. სტილისტს პატარა ჩანთებიც მოსწონს:“ფიქრობთ, რომ ჩანთები, რომელშიც მხოლოდ გასაღები, ტუჩსაცხი და ტელეფონი ეტევა, მოუხერხებელია?მაგრამ ეს ხომ აქსესუარია!ის ფუნქციონალური არ უნდა იყოს! მანქანაში მაქვს დიდი ჩანთა საჭირო ნივთებით, მაგრამ შეხვედრაზე ყოველთვის პატარა ჩანთით მივდივარ."

image

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0