x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნათია აბრამია „კურიერს“ უხელმძღვანელებს, მისი მეუღლე ირაკლი იმნაიშვილი კი „იმედის“ საინფორმაციოს
image


გაზეთ „ქრონიკა +“ ის რედაქტორი ელისო კილაძე ფეისბუქში წერს, თუ ვინ დაიკავებს „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის საინფორმციო სამსახურის უფროსის თანამდებობას.


“იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი ინიშნება, „რუსთავი 2“-ზე მისი მეუღლე ნათია აბრამია. ანუ, მარტივად ვანო ჩხარტიშვილი ხდება მედიამაგნატი.

p.s.ცოლ ქმარი იმნაიშვილები დღემდე ულაგებენ ჩხარტიშვილს მედიაში, თეთრი კონვერტებით., “ - წერს ელისო კილაძე.



საზოგადოებას ახსოვს, რომ ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი 2014 წელს ტელე „იმედში“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად და რეორგანიზაციის პროცესის მმართველად უკვე მუშაობდნენ. იმხანად მათ ტელეკომპანიის თანამშრომლებთან თათბირზე განაცხადეს, რომ რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით წარიმართა და ის შედეგი რასაც ისინი 8 თვეში ელოდნენ 4 თვეში მიიღეს. შემდეგ ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი კვლავ ლონდონში BBC-ზე ბრუნდებიან. მაშინვე ითქვა, რომ ისინი ტელეკომპანია "იმედს" რეორგანიზაციის მეორე ეტაპზე დაუბრუნდებოდნენ.



შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა, არხის საინფორმაციოს უფროსის თანამდებობაზე მედიაში სხვადასხვა კანდიდატები სახელდება. ხოლო „იმედის“ საინფორმაციოს უფროსის თანამდებობა, ნანა ლეჟავას წასვლის შემდეგ, ჯერჯერობით ვაკანტურია.

0
748
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
748
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0