x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93875
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
უკან დაბრუნება რომ შემძლებოდა, ბავშვობის უდარდელ წლებს ავირჩევდი...

image
ეხლა როგორ მინდა უკან დაბრუნება,

უკან დაბრუნება მინდა ბავშვობაში...

სადაც ხალასია ყველა გრძნობები და

სადაც ემოცია არ ზის ჩარჩოებში..

ახლა როგორ მინდა ვიყო პატარა და

ისევ ვოცნებობდე ლარად დიდობაზე..

ისევ ვირგებდე დედიკოს კაბებს და

დავკონწიალობდე მარალ "ფრანცუსკებზე"

ძლიერ მენატრება ახლა ის ფარდული

სადაც ვთამაშობდით დედა-შვილობანას...

ყველა გოგონას რომ დედობა გვინდოდა,

ნეტა მათამაშა ახლა შვილობანა..

ახლა თანახმა ვარ ვიყო "მძებნელი" და

თვალებს დავხუჭავდი უთვალავ დათვლამდე...

იდაყვს ზემოთ ჩუმად გამოვიჭყიტებდი,

ნეტავ დაგინახოთ უკლებლივ მოედანზე...

ეჰ, ჩემი ბავშვობა ხშირად მიხირდება

ნეტავ, სად გაქრა ნაწნავი საწიწკნელა...

ახლა თანახმა ვარ "გამპუტოთ" ღერა-ღერა

ოღონდ სკოლის მერხთან ერთხელ დამაბრუნა..

როგორ მენატრება მამის ხელის სითბო,

მუხლზე ჯდომა და ცხენის გაჭენება...

როგორ მენატრება, რა ხშირად მჭირდება

მამა, შენგან ბრძნულად ჭკუის დარიგება...

ახლა როგორ მინდა ვიყო პატარა და

დილით მზის მაგივრად დედა მაღვიძებდეს...

საღამოს დაღლის და ფიქრებით დაზაფრულს,

ლამაზი ზღაპრებით ბებო მაძინებდეს...

ახლა ხშირად ვფიქრობ იმ "ჯადოსნურ ჯოხზე"

მინდა გამიცოცხლოს ის ჩემი ბავშვობა...

როგორ მენატრება უდარდელი ხანა,

სადაც არც კი იცი - რა არის ცხოვრება..

იზო სანთელაძე

image

როგორ შეიძლება არ მენატრებოდეს "ნეკი-ნეკისათი" თქვენთან შერიგება...



image

მოდი, გადავქანდეთ ბავშვობაში

ისევ ვითამაშოთ სახლობანა..

თორემ, ეს დიდობა გამიჭირდა,

თავს რომ დამატეხა ქარბორბალა...

მართლა, წამომყევი გეხვერწები,

იქნებ, ბავშვობაში დავისვენოთ..

ისევ გავლაღდეთ და ვიცუღლუტოთ,

ჩვენი ოცნებები გავიხსენოთ...

თორემ, სადაცა სული გამძვრეს,

ვეღარ, ვუმკლავდები ქარტეხილებს.

წამო, ცოტახანი გავერიდოთ,

საფიქრალებს, თავზე დატეხილებს...

წამომყევი, ვნახოთ ვინც გვიყვარდა,

წარსულს შერჩენილებს მოვეფეროთ..

მათი სითბო საგზლად წამოვიღოთ

რომ შევძლოთ და ყოფა გავგრძელოთ..

ნანა აბესაძე

imageimage


პ.ს ზოგადად ვთვლი რომ მეგობრების ორი კატეგორია მეგობრები და "ბავშვობის მეგობრები"...

ბავშვობის მეგობრები ის ადამიანებია რომლებიც შეიძლება არ ნახო წლები, მაგრამ არიან ადამიანები რომლებთან შეძლებ რომ საუბარი სწორედ იქედან გაგრძლოლო სადაც თუნდაც ხუთი წლის წინ გაჩერდით...

არ აქვს მნიშვნელობა დღეს რა სტატუსი გაქვთ, როგორი ცხოვრება გაქვთ...


შეიძლება თქვენი გზები სულ სხვა მხივ წარიმართოს და "დიდობაში" ნაკლები საერთო გქონდეთ მაგრამ არის საერთო რასაც ბავშვობა ჰქვია...

უხილავი ძაფი რომელიც არასდროს წყდება...

არ აქვს ნიშვნელობა ისინი კარგები არაიან თუ ცუდები...

გულს უბრალოდ უყვარს და მორჩა ...


მოგონებები?

რამდენია თანაც რამდენი...


პ.ს ჩემი ბავშვობის მეგობრებს...





0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
Mediator image
Mediator image
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0