x
image
alex999
Mediator image
ტიტანობოაზეც უფრო დიდი?! - დედამიწაზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი გველები

როგორც ყველამ ვიცით, დედამიწაზე არსებული ყველაზე დიდი გველის სახეობა ტიტანობოა იყო, თუმცა არსებობს, რამოდენიმე ისტორიული კადრი, რომელიც ამ საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. მოდით ვნახოთ დედამიწაზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზომის გველები:


image









1. სამეფო კობრა - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე გრძელი შხამიანი გველი. სამეფო კობრა 6, 7 სანტიმეტრამდე იზრდება და მისი წონა 12 კილოგრამსაც აღემატება. ძირითადად ბინადრობენ აზიასა და ინდოეთში. იკვებებიან თითქმის ყველაფრით, ხშირად უწევთ გველების ჭამაც, მათ შორის პითობესაც მიირთმევენ. შენელებული მეტაბოლიზმიდან გამომდინარე, ისინი თვეებს უნდებიან საჭმლის მონელებას. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ სამეფო კობრა ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველია მთელ დედამიწაზე და მისი შხამის მხოლოდ ერთ წვეთს 20 ადამიანის მოკვლა შეუძლია.

image





2. მედუსა - ადამიანების მიერ დაჭერილი ყველაზე დიდი გველი(პითონი). მისი სიგრძე 7.76 მეტრაა და ცხოვრობს Full Moon Production კომპანიის შენობაში. 2011 წლის 12 ოქტომებრს დაჭერილი გველი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეწარმავალია, რომელიც ადამიანებს მოშიანურებული ჰყავთ.

image




3. ანაკონდა - ბრაზილიაში მშენებლობისას მუშებმა აღმოაჩინეს 10 მეტრის სიგრძის ანაკონდა, რომელიც 400 კილოგრამს იწონიდა. სამწუხაროდ გველი ადამიანების მიმართ მტრულად იყო განწყობილი და მისი შეჩერება მხოლოდ მოკვლით მოხერხდა.

image




4. ბრაზილიური ანაკონდა - ორმა მეთევზემ ბრაზილიის ერთ-ერთ მდინარეში შენიშნეს გიგანტური ზომის ანაკონდა, რომელიც გაქცევას ცდილობდა. მამაკაცებმა გადაწყვიტეს გველის დაჭერა და ამ მომენტებს მობილურით იღებდნენ. როგორც ცნობილია, გველის სიგრძე მინიმუმ 8 მეტრი იყო. სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოდან გამომდინარე, მეთევზეები გარემოს დაცვამ 600 $ დააჯრიმა. ვიდეო წაშლილია, სადაც ჩანდა თუ როგორი სისასტიკით ეპყრობოდნენ ისინი ამ ანაკონდას.


image





5. ნაბაუ - ლეგენდის თანხმად, ნაბაუს გველი 30 მეტრის სიგრძისაა და დრაკონის თავი გააჩნია. მდინარე ბალეს მახლობლად მცხოვრები ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ნაბაუს გველი ნამდვილად არსებობს და ის შემჩნეულიც ჰყავთ. ქვემოთ მოცემული ფოტო რამოდენიმე წლის წინ ვერთმფრენიდან გადაიღეს, თუმცა რამდენად რეალურია ეს ფოტო ჯერ არავინ იცის. ფოტოს ავტორი ირწმუნება, რომ ფოტო მდინარე ბალეს სანაპიროზე გადაიღო.

image





6. ტიტანობოა - როგორც ვიცით, მილიონობით წლის წინ დედამიწაზე გიგანტური არსებები ბინადრობდნენ. დაახლოებით 58 მილიონი წლის წინ, დღევანდელ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობდა ქვეწარმავალი ტიტანობოა, რომელიც 14 მეტრის სიგრძისა და 1 ტონაზე მეტი სიმძიმისა იყო. ამ გიგანტური გველის მაკეტი მუზეუმში ინახება და საკმაოდ ბევრ ადამიანს იზიდავს.

image





7. უცნობი - II მსოფლიო ომის დროს ბელგიელმა სამხედრო ვერტმფრენის პილოტმა კონგოში ფრენისას უცნაური რამ შეამჩნია. ამ უცნაურობის დასადგენად პილოტი უკან დაბრუნდა და შენიშნა გიგანტური ზომის გველი... მან გველს ფოტო გადაუღო და მასთან დაახლოებაც სცადა, თუმცა როგორც თავად ამტკიცებდა, გველი თავს დაესხა. სამწუხაროდ ეს ამბავი გასაიდუმლოებულ იქნა და დღემდე არავინ იცის რა მოხდა რეალურად!

image




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!

























<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



მამაკაცმა თავის ჭკუაში ლეკვი იყიდა... ნახეთ 2 წლის შემდეგ რა აღმოჩნდა

image





14 ფოტო-მტკიცებულება იმისა, რომ თანამედროვეობა გვანადგურებს - სწორად გაიგეთ!

image





რომელი ენის სასწავლებლად გჭირდებათ უფრო მეტი დრო? - მეცნიერების კვლევის საინტერესო შედეგი (+რუკა)

image





დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!

image





ნესვი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image




2
6263
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
6263
  
2020, 5 დეკემბერი, 20:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 6 დეკემბერი, 2:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2