x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ოღონდ, მართლა აფრენს და ემზადება ციხისთვის... პოლიტიკურ 20 ივნისს აწყობს " - ელისო კილაძე ნიკა გვარამიაზე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების ფაქტს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, ჟურნალისტის თქმით ნიკა გვარამია თანამოაზრეებს მოუწოდებს, რომ მისთვის გირაოს თანხა არ გადაიხადონ, ვინაიდან თითოეული გადახდილი თეთრი მას რეპუტაციულად დააზარელებს. "ქრონიკა +"-ის რედაქტორი დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2" -ის ყოფილი მენეჯერი პოლიტიკურ 20 ივნისს აწყობს: "Nika Gvaramia -მ მეგობრებს და თანამოაზრეებს თხოვა, არ გადაიხადონ მის ნაცვლად გირაო. ოღონდ, მართლა აფრენს და ემზადება ციხისთვის, პროცესის წინა საღამოს სრული სერიოზულობით მიყვებოდა როგორ გამოიძინებს საკანში და წაიკითხავს ბევრ წიგნს, ცხადია შოუსაც მოაწყობს (ნელსონ მანდელას ისტორიაც გამახსენა დეტალებში) იცის რასაც აკეთებს - პოლიტიკურ 20 ივნისს აწყობს !" - დაწერა ელისო კილაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.




0
2368
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2368