x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მთიელი ხევსურები - რატომ ებრძოდნენ ჩეჩნებს მეომარი ქართველები. რუსი ისტორიკოსის ვერსია

image "როცა რუსეთში საუბრობენ ქართველებზე, ეგრევე წარმოიდგენენ სუფრასთან მჯდომ ქართველებს ყანწით ხელში, რომლებიც გულღიად ხვდებიან სტუმრებს ან ტურისტებს.
რეალურად კი ქართველ ერში იყო და არიან მეომარი მთიელები. მაგალითად ხევსურები-ბუნებით და მოწოდებით მეომრები.
ხევსურები ცხოვრობდნენ კავკასიის მაღალმთიან სოფლებში, საქართველო-ჩეჩნეთის მიჯნაზე. არსებობს ვარაუდი, რომ მათი სახელი ხევსური წარმომდგარია სიტყვისგან ხევი ანუ ხეობა. ეთნიკური კვლევების ინსტიტუტში ქართველი ერის ამ მეომარი წარმომადგენლების წარმომავლობაზე დადასტურებული ისტორია არ არსებობს.
image ხევსურები ძალზე ღია ფერის თმის მქონე ხალხია, ერთერთი ვერსიით ისინი ფრანკი რაინდი-ჯვაროსნების შთამომავლები არიან. თითქმის ათასი წლის წინ ფრანკი რაინდები ერთგულ მოკავშირეობას უწევდნენ საქართველოს უდიდეს მეფეს-დავით "აღმაშენებელს". სხვა ვერსიით ხევსურები გაქართველებული და ქრისტიანობა მიღებული ვაინახებია.
ხევსურები გამოირჩეოდნენ უნიკალური სარწმუნეობით, მათში მართლმადიდებლობა შერეულია ძველ წარმართულ რელიგიასთან, დღესაც ნახავთ მათ მიერ აგებულ მცირე სალოცავებს, რომელსაც ჯვარი ეწოდება.
image ხევსურები ყოველთვის გამოირჩეოდნენ წარმოუდგენელი ბრძოლისუნარიანობით და საბრძოლო ხელოვნების ხელოვნების დონემდე აყვანით.
უძველესი პერიოდიდან ხევსურები წარმოადგენდნენ ქართველი მეფეების ელიტურ დანაყოფებს. მთებში ცხოვრებამ ზევსური მამაკაცები აიძულა მუდამ ყოფილიყვნენ ბრძოლისათვის მზად. ხევსურები ცხოვრობდნენ უზარმაზარ ციხე-ქალაქში, სადაც მოხვედრა მხოლოდ სპეციალური კიბით შეიძლებოდა.
სოფლის მეურნეობის სამუშაოების შესრულებისას ხევსურს მუდამ თან ჰქონდა იარაღი.
ხევსურების სახელგანთქმული ციხესიმაგრე-შატილიimage XVIII-XIX საუკუნეებში ხევსურეთს ხშირად ესხმოდა თავს ჩეჩნების ან დაღესტნელების რაზმები, ხევსურები მუდამ მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მომხდურთ და ხშირად თავადაც "სტუმრობდნენ" ჩეჩნეთს.
ერთერთი ასეთი საპასუხო "ვიზიტისას" ხევსურებმა პირწმინდად გაანადგურეს შამილის ერთერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი რაზმი, რომელმაც მეფის რუსეთის ჯარებთან შეტაკებებში გაითქვა სახელი.
image ხევსურებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს მეფის რუსეთის ჯარებს, როცა რუსეთის იმპერიამ დაიწყო მთელი კავკასიის დაპყრობა.
ხევსურეთი ნაწილობრივ აიღო გენერალმა ფიოდორ სიმონოვიჩმა 1813 წელს.
1940 წელს ბოლშევიკებმა ხევსურების ნაწილი აიძულეს გადასახლებულიყვნენ დეპორტირებული ვაინახების მიწაზე.
თუმცა, როგორც კი მოხდა ვაინახების დაბრუნება მათ მშობლიურ მიწაზე, ხევსურებმა მათ ნებაყოფლობით დაუცალეს სახლები, დაუტოვეს პირუტყვი და სარჩო.
მადლიერების ნიშნად დღესაც ჩეჩნები ყურადღებას არ აკლებენ ხევსურების სასაფლაოს ჩეჩნეთში.
ხევსურები 1950 წელს იძულების წესით ბარში ჩამოასახლეს, ხევსურები ნელნელა უბრუნდებიან მშობლიურ კერას.
ეს ხალხი ვერ გატეხა ვერც ჩეჩნეთში გადასახლებამ და ვერც ბარში ჩამოსახლებამ, ხევსურები ტრადიციებს მუდამ იცავენ".
image
პ.ს
შესაძლოა ჩემი აზრი არ ემთხვეოდეს ზოგიერთ რამეში რუს ისტორიკოსს, მაგრამმე შევეცადე თქვენთვის მომეწოდებინა მისი სტატია შეუცვლელად.

0
1259
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1259