x
მეტი
  • 19.08.2019
  • სტატია:93656
  • ვიდეო:342157
  • სურათი:455882
Global Finance - მა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა

image


მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, წელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2019 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.

Global Finance-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.

კობა გვენეტაძესთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში არიან: ევროპის ცენტრალური ბანკის (მარიო დრაგი), ასევე, დიდი ბრიტანეთის (მარკ ქარნი), აშშ-ის (ჟერომ პაუელი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.

ცენტრალური ბანკის მმართველთა დაჯილდოების ცერემონია 19 ოქტომბერს, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართება და ამ ცერემონიაში, 21 საუკეთესო ბანკირთან ერთად, მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეცაა მიწვეული.


1987 წელს დაარსებული Global Finance დღეს მიმოქცევაშია 193 ქვეყანაში, 50, 000-იანი ტირაჟით. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტიეროვნულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი უფროსი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე - GFMag.com - ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 31-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია განლაგებული და ჟურნალს გააჩნია წარმომადგენლობები მთელ მსოფლიოში. Global Finance ყოველწლიურად ირჩევს ბანკებისა და ფინანსური მომსახურების სხვა პროვაიდერების საუკეთესო წარმომადგენლებს. Global Finance-ის ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის ხარისხის ერთგვარ სტანდარტს წარმოადგენს.

1
49
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ თაყნიაშვილი
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
49
  
15 აგვისტო, 1:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1