x
image
ელენე გუმა
Mediator image
ნახეთ, როგორ იქცევიან ცნობილები, როცა ჰგონიათ რომ ვერავინ ხედავს (ფოტოები)

image
ცნობილი ადამიანები უკვე შეჩვეულნი არიან იმ ფაქტს, რომ მათ მიმართ საზოგადოების ყურადღება ყოველთვის დიდია და ყველა ნაბიჯზე პაპარაცებია არიან ჩასაფრებული, თუმცა ისინიც ადამაინები არიან და ზოგჯერ ავიწყდებათ ამ პაპარაცების არსებობა.


ნახეთ, როგორ იქცევიან სელებრითები, როცა მათ ჰგონიათ რომ ვერავინ ხედავს.


ლეონარდო დი კაპრიო - მას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი და ყოველთვის ბრაზდება, როდესაც ჟურნალისტები ქუჩაში ჩასაფრებულები ხვდებიან. ჰოლივუდის ვარსკვლავს საკუთარი გზები აქვს როგორ "გააღიზიანოს" პაპარაცები. ის ზოგჯერ კეპს იფარებს სახეზე, ზოგჯერ ქურთუკში ყოფს თავს, ზოგჯერ კი ემანჭება მათ.


image


კირსტენ დანსტი - მას არასოდეს ადარდებს თუ ის ნამდვილი ლედივით არ გამოიყურება. ის შესანიშანავად გრძნობს თავს თავისი უბრალოებით და აბსოლუტურ ჰარმონიაშია სამყაროსთან. აღნიშნულ ფოტო, რომელიც გადაღებულია ჯეიკ ჯილენხოლთან პაემანზე, ამ ყველაფერს კარგად ადასტურებს.


image

ჯენიფერ ლოურენსს განსაკუთრებული ნიჭი აქვს უხერხულ სიტუაციებში მოხვედრის. ყველას მშვენივრად ახსოვს მისი წაქცევა წითელ ხალიჩაზე, ბარებში ჩხუბი და კიდევ ბევრი სხვა კონფლიქტი, რომლის გახსენებასაც სხვა მსახიობები არც კი ისურვებდნენ. მაგრამ მათ რიცხვში ლოურენსი არაა, რადგან ის დარწმუნებულია რომ ეს ყოველივე მის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.


image


გასაკვირია, თუმცა თვით ელიზაბეტ მეორესაც აქვს მავნე ჩვევები. ფოტოგრაფებმა შენიშნეს, რომ ის ხშირად ცდილობს შეუმჩნევლად "შეიჩიჩხინოს" ცხვირში ხელი, ამ ყველაფერრს კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილასაც არ ერიდება. მართალია ეს სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა სამეფო ოჯახის ფანები მზად არიან, ლეგენდარულ მონარქს ყველაფერი აპატიონ.


image

ბარაკ ობამა, ისევე როგორც ელიზაბეტ მეორე, ხშირად ხვდება კადრში ცხვირში ხელშეყოფილი. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ამ თემაზე კომენტარს არასოდეს აკეთებს, თუმცა სოცქსელებში ამის გამო ხშირად ხდება დაცინვის ობიექტი.


image


ბიონსესა და ჯეი ზის საკალათბურთო მატჩებზე გადაღებული ფოტოებით კომიქსის აწყობაც კი შეიძლება, სახელწოდებით: „მას ისევ ვიღაც დედაკაცი სწერს“. მომღერალი შესაძლებლობას არ უშვებს, ცალი თვალით მაინც ჩაიხედოს ქმრის ტელეფონში.


image


კეტი პერის და ორლანდი ბლუმს ზოგჯერ ავიწყდებათ რომ ვარსკვლავები არიან. შეყვარებულებს შევბულების დროს არასოდეს მიჰყავთ დაცვა, ირჩევენ ისეთ პლიაჟებს სადაც ხალხი არაა და არასოდეს ფიქრობენ რომ შესაძლოა ვინმემ დაინახოთ. თუმცა პაპრაცები არასოდეს უშვებენ შანსს წყვილი გამოიჭირონ და სკანდალური ფოტოები გადაუღონ.


სწორედ ასე მოხდა 2006 წელს, როდესაც წყვილი სარდინიაზე ისვენებდა. მათ ჩათვალეს რომ მარტოები იყვნენ და ორლანდო სრულად გაშიშვლდა. აღნიშნულმა ფოტოებმა დიდი სკანდალი გამოიწვია და მას ბოდიშის მოხდაც კი მოუწია ამის გამო.






0
1029
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
1029
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0